Aa
Aa

პანუჩი ალბანეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

ცნობილი იტალიელი ფეხბურთელი და ამჟამად მწვრთნელი კრისტიან პანუჩი ალბანეთის ნაკრების თავკაცად დაინიშნა.

აღნიშნული ინფორმაცია ალბანეთის ფეხბურთის ფედერაციის ფეისბუქ გვერდმა გამოაქვეყნა.

44 წლის პანუჩი საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ რუსეთის ნაკრებში ფაბიო კაპელოს ასისტენტი იყო, ხოლო „ლივორნოსა“ და „ტერნანაში“ მთავარ მწვრთნელად მუშაობდა.

იტალიელ მცველს სხვადასხვა დროს მადრიდის „მილანში“, „რეალში“, „ინტერში“, „ჩელსიში“, „მონაკოსა“ და „რომაში“ უთამაშია, ხოლო ეროვნული ნაკრების ფორმით მოედანზე 57-ჯერ გამოსულა.

პანუჩის „ჩემპიონთა ლიგა“ ორჯერ აქვს მოგებული - 1994 წელს „მილანთან“ ერთად, ხოლო 1998 წელს „რეალთან“. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები