თბილისის დინამო, ბათუმის დინამო, იური ტაბატაძე, დავით სხირტლაძე
Aa
Aa

დინამომ 10-კაციან სიონს მოუგო და ლიდერობა გაიმყარა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 30-ე ტურში ბოლნისის „სიონი“ „თამაზ სტეფანიაზე“ თბილისის „დინამოსთან“ 0:2 დამარცხდა. 36-ე წუთზე არბიტრმა მოედნიდან „სიონის“ ცენტრალური მცველი ივა გელაშვილი გააძევა. 73-ე წუთზე გაბრიელ სიგუას საგოლე გადაცემით დავით სხირტლაძემ გაიტანა. 85-ე წუთზე გიორგი გაბედავამ ანგარიში ორამდე გაზარდა, ლევან ისიანს ახლო კუთხეში შეუგდო.

 

ამ გამარჯვების შემდეგ თბილისის „დინამო“ 66 ქულით პირველ ადგილზეა და მეორეადგილოსან ბათუმის „დინამოს“ 5 ქულით უსწრებს. მიმდინარე ტურის შეხვედრას გია გეგუჩაძის გუნდი ბათუმში გორის „დილასთან“ ჩაატარებს. მოგების შემთხვევაში მოქმედი ჩემპიონი ლიდერთან სხვაობას ორ ქულამდე შეამცირებს.

ქუთაისის „ტორპედოსა“ და „საბურთალოს“ შეხვედრა ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართა. ანგარიში თავური დარტყმით „ტორპედოს“ ცენტრალურმა მცველმა ნიკა სანდოხაძემ გახსნა. საპასუხო გოლი იური ტაბატაძის აქტივშია, მან შორი მანძილიდან ეფექტური გოლი შეაგდო.

თემურ შალამბერიძის გაწვრთნილი „საბურთალო“ 44 ქულით მე-6 ადგილზეა. „ტორპედო“ 45 ქულით მე-5 ადგილზეა და მესამეადგილოსან „სამგურალს“ 3 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნაპოლისთვის ლობოტკა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე კვარაცხელია“
„ნაპოლისთვის ლობოტკა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე კვარაცხელია“