გიორგი ლორია, ავთო ებრალიძე
Aa
Aa

ებრალიძემ კუნთი გაიწყვიტა - ჩისკოს გუნდს 1 თვე ვერ დაეხმარება

CrystalSport-ის ცნობით, „ანორთოსისის“ ფეხბურთელმა ავთო ებრალიძემ ვარჯიშზე კუნთი გაიწყვიტა, რის გამოც დაახლოებით ერთ თვეს გამოტოვებს. კვიპროსის ჩემპიონატის გასულ ტურში „ანორთოსისის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჩისკოს დებიუტი შედგა, ავთო ებრალიძე აღნიშნული მიზეზის გამო სამატჩო განაცხადში არ იმყოფებოდა, მან კუნთი „აპოლონთან“ მატჩამდე გაიწყვიტა.

„ანორთოსისისთვის“ სეზონი წარუმატებლად დაიწყო, ექვს ტურში მხოლოდ 7 ქულა დააგროვა, 14-გუნდიან ჩემპიონატში „დოქსასთან“ და „კარმიოტისასთან“ ერთად მე-8 ადგილზეა.

ჩისკოს დებიუტი წარუმატებელი გამოვიდა, „ანორთოსისი“ საკუთარ მოედანზე „აპოლონთან“ 0:1 დამარცხდა. შემდეგ ტურში, 15 ოქტომბერს ავთო ებრალიძისა და გიორგი ლორიას გუნდი სტუმრად „ენოზისს“ დაუპირისპირდება.

გასულ სეზონში ებრალიძე „დოქსას“ რიგებში ასპარეზობდა. კვიპროსული კლუბის მაისურით 25 შეხვედრა ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი შეასრულა. აღსანიშნავია, მისი გოლი „პაფოსთან“, როცა უძლიერესი დარტყმით ბრწყინვალე გოლი გაიტანა. გასული სეზონის შემდეგ „დოქსასთან“ კონტრაქტის ვადა ამოეწურა და „ანორთოსისთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გიჟური „ნაპოლი“ მხოლოდ კვარაცხელია არაა“ - იტალიაში ხვიჩაზე საუბარი არ წყდება
„გიჟური „ნაპოლი“ მხოლოდ კვარაცხელია არაა“ - იტალიაში ხვიჩაზე საუბარი არ წყდება