ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

უცნობი ამბავი: „მაურიციო სარის ხვიჩას დამატება რუსთავიდან სურდა“

იტალიურმა გამოცემა Il Messaggero-მ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. 2018-19 წლების სეზონში მაურიციო სარის ხვიჩა კვარაცხელიას დამატება სურდა, როცა ფეხბურთელი „რუსთავში“ თამაშობდა:

Il Messaggero: „ხვიჩა კვარაცხელიას, რომელიც „ნაპოლის“ ახალი ფენომენია საქართველოდან, ტურინის „იუვენტუსი“ უმიზნებდა. მაურიციო სარიმ, რომელიც იმ პერიოდში ტურინულ გუნდს წვრთნიდა, კვარაცხელია „რუსთავში“ იპოვნა და ტურინულ კლუბს ფეხბურთელის სწრაფად დამატებისკენ მიუთითა. ბევრისთვის უცნობი კვარა „ლაციოს“ მოქმედი მთავარი მწვრთნელისთვის უცნობი არ ყოფილა.

გასული წლის შემოდგომაზე ხვიჩას ტრანსფერზე მუშაობა კრისტიან ძაკარდომ დაიწყო, მისი ჩართულობით, უკრაინაში განხორციელებული ინტერვენციის შემდეგ, კვარაცხელიას ტრანსფერზე 10-მილიონიანი შეთანხმება შედგა.

გასულ ზაფხულში მაურიციო სარის ხვიჩას გადაბირება „ლაციოში“ სურდა, თუმცა „ნაპოლისთან“ შეთანხმება შემდგარი იყო“.

მაურიციო სარი „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი 2018-19 წლებში იყო.

რაც შეეხება ხვიჩას, 2018 წელს „რუსთავში“ ასპარეზობდა, უმაღლესი ლიგის 18 შეხვედრაში 3 გოლით გამოიჩინა თავი. 2019 წელს იჯარით მოსკოვის „ლოკომოტივში“ გადავიდა. 

21 წლის ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 9 თამაშში 5 გოლი შეაგდო, 2 საგოლე პასი შეასრულა და 2 პენალტი გამოიმუშავა. ასევე, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 4 მატჩში 2 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი. გარდა ამისა, „რეინჯერსთან“ პენალტი მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მათი ტალანტი განსხვავებულია“ - ვაისმა ჩაკვესა და სხვა შემტევებზე ისაუბრა
„მათი ტალანტი განსხვავებულია“ - ვაისმა ჩაკვესა და სხვა შემტევებზე ისაუბრა