Aa
Aa

Marca: "პსჟ" ნეიმარში 222 მილიონს იხდის!

მადრიდული Marca-ს ინფორმაციით, „პსჟ“ მზადაა მსოფლიოს სატრანსფერო რეკორდი მოხსნას და ნეიმარის სანაცვლოდ მისი ამჟამინდელი გამოსასყიდი თანხა 222 მილიონი ევრო გადაიხადოს.

ასევე აღსანიშნავია, რომ ფრანგები ბრაზილიელ სუპერვარსკვლავ წლიურ ხელფასად 30 მილიონ ევროს სთავაზობენ.

პარიზელები ტრანსფერზე მუშაობას იმ შემთხვევაში დაიწყებენ, თუკი ნეიმარი „ბარსელონას“ დატოვების სურვილს გამოთქვამს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ კატალონიურმა sport-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ 25 წლის სამხრეთ ამერიკელი „ბარსაში“ თავს კომფორტულად არ გრძნობს და ოჯახის წევრები კლუბიდან წასვლისკენ უბიძგებენ. ამის მიზეზი ისაა, რომ ნეიმარი მესის ჩრდილიდან გამოვიდეს და პირადი ჯილდოებისა და მათ შორის „ოქროს ბურთის“ მოგების მეტი შანსი ჰქონდეს.

მეორე მადრიდული გამოცემა AS წერს, რომ ნეიმარის მამა კვირის ბოლომდე პარიზში ჩავა და „პსჟ“-ს პრეზიდენტ ნასერ ალ-ხელაიფის პირადად შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები