იუვენტუსი, პსჟ
Aa
Aa

პსჟ-ს ინტერესი სერიოზულია - მბაპე და გალტიე ვლაჰოვიჩს ითხოვენ

ცნობილია, რომ „პარი სენ ჟერმენს“, კრისტოფერ გალტიეს და თავად კილიან მბაპეს გუნდში ახალი თავდამსხმელი სურთ. ეს ახალი არავისთვის არის. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, პსჟ ბევრს აქტიურობდა, თუმცა გამოკვეთილი ცენტრალური თავდამსხმელის მოყვანა ვერ შეძლო.

იტალიური მედიის ინფორმაციით, ნასერ ალ-ხელაიფი ტურინის „იუვენტუსის“ ვარსკვლავს დუშან ვლაჰოვიჩს აკვირდება. ეს კანდიდატურა კი გალტიესთვის და მბაპესთვის მისაღებია.

22 წლის სერბი „ბებერ ქალბატონს“ მიმდინარე წლის იანვარში 80 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა და ახალ კლუბთან 4-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ვლაჰოვიჩმა თამაში კარგად დაიწყო და ქომაგებს თავი მალე შეაყვარა, მაგრამ ახლა სიტუაცია შეცვლილია.

თავად ფეხბურთელი უკმაყოფილოა და თვლის, რომ მისი მიმართულებით იმდენი პასი არ კეთდება, რამდენიც ადრე. აქედან გამომდინარე, დუშანს ბევრი გოლი ვეღარ გააქვს და „იუვენტუსში“ შექმნილი სიტუაციითაც უკმაყოფილოა.

Tuttosport-ის ინფორმაციით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, „პარი სენ ჟერმენი“ სერბი შემტევის გადასაბირებლად ყველაფერს გააკეთებენ, თუმცა ტრანსფერის განხორციელება საკმაოდ რთული იქნება. ძნელად სავარაუდოა, რომ „ბიანკონერის“ ხელმძღვანელობა ამ მომენტისთვის მათი მთავარი ვარსკვლავის გაყიდვას დათანხმდეს.

ვლაჰოვიჩი იუვეში

როგორც უკვე მოგახსენეთ, დუშანი ტურინულ გრანდს მიმდინარე წლის იანვარში შეუერთდა. დღემდე ვლაჰოვიჩმა „იუვენტუსის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 29-ჯერ მოირგო, 13 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ალეგრი: “იუვე ხვალ ახალ სეზონს იწყებს“
ალეგრი: “იუვე ხვალ ახალ სეზონს იწყებს“