ხვიჩა კვარაცხელია, კლაუდიო რანიერი
Aa
Aa

„რისკის ზღვარზე, მაგრამ ეფექტურად თამაშობს“ - რანიერი ხვიჩაზე

ცნობილმა იტალიელმა მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმ „ნაპოლის“ შესახებ ისაუბრა. მისი აზრით, კვარაცხელია ჯიჯი მერონის მსგავსად თამაშობს. ასევე, რანიერი აღნიშნავს, რომ დიდებული გარღვევის უნარიდან და თამაშის აღქმიდან გამომდინარე, თავს რისკის ზღვარზე თამაშის უფლებას აძლევს.

„ნაპოლის“ ბრძოლა სკუდეტოსთვის? კლუბს შეუძლია გასულ სეზონში მიღებული უარყოფითი გამოცდილება გამოიყენოს, როცა ქულები, საკუთარ მოედანზე, პატარა გუნდებთან დაკარგა. 

კვარაცხელია საოცარი ფეხბურთელია. მახსენებს თუ არა ჯიჯი მერონის? ჯიჯი იგივეს აკეთებდა ჩაწეული გამაშებით, მარჯვენა ფლანგზე. კვარაცხელიას დიდებული გარღვევა და თამაშის აღქმა აქვს, რაც მას იმის უფლებას აძლევს, რომ რისკის ზღვარზე, მაგრამ ეფექტურად ითამაშოს“.

„ნაპოლის“ 21 წლის ქართველმა ფეხბურთელმა სერია ა-ს 7 შეხვედრაში 4 გოლი შეაგდო, 2 საგოლე პასი შეასრულა. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, მის აქტივში „ლივერპულთან“ შესრულებული საგოლე გადაცემა და „რეინჯერსთან“ მოპოვებული პენალტია. ხვიჩა კვარაცხელია აგვისტოს თვის სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

სერია ა-ს მერვე ტურში „ნაპოლი“ „ტორინოს“ უმასპინძლებს. თამაში პირველ ოქტომბერს, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უპირველესად, კვარაცხელია უნდა შევაჩეროთ“ - ტორინოს მწვრთნელი ხვიჩაზე
„უპირველესად, კვარაცხელია უნდა შევაჩეროთ“ - ტორინოს მწვრთნელი ხვიჩაზე