TyC Sports: მესი პსჟ-სთან კონტრაქტს აღარ გააგრძელებს და უფასოდ წავა
ლეო მესიმ შესაძლოა პსჟ სეზონის ბოლოს დატოვოს. ამის შანსები სულ უფრო იზრდება.
TyC Sports-ის ჟურნალისტის მიკელ ბლასკესის თქმით, რომელიც სპეციალიზებულია „ბარსელონას“ შესახებ სიახლეებზე, ამბობს, რომ არგენტინელი არ აპირებს პსჟ-სთან კონტრაქტის გაახანგრძლივოს, რომელიც 2023 წლის ზაფხულში იწურება და ლეო თავისუფალი აგენტი ხდება.
????Leo Messi tiene claro que no va a renovar su contrato con el PSG. El futbolista argentino no seguirá jugando en París la próxima temporada, vía @beteve. #FCBarcelona pic.twitter.com/39wEwZH1Px
— Miquel Blázquez (@BlazquezFont) September 27, 2022
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლეომ შესაძლოა „ბარსელონაში" დაბრუნება განიხილოს.
მიმდინარე სეზონში პსჟ-ს რიგებში არგენტინელმა 11 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.
რამდენად რეალურია მესის ბარსაში დაბრუნება
„ბარსელონას“ ვიცე-პრეზიდენტმა ედუარდ რომეუმ განაცხადა, რომ ლეო მესის მომავალ სეზონში დაბრუნება სავსებით შესაძლებელია.
„ფინანსურად მესის დაბრუნება შესაძლებელი იქნება, რადგან თუ ის ამას გადაწყვეტს თავისუფალი აგენტის სტატუსით გადმოვა. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ფეხბურთელმა და სამწვრთნელო შტაბმა ერთობლივად უნდა მიიღონ. ამ ყველაფერს მე ვერ გადავწყვეტ და ჩემზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ გამორიცხული არაფერია“.
- ამბობს რომეუ.