კონორ მაკგრეგორი
Aa
Aa

დოპინგტესტს არ იკეთებს - კონორი 2022 წელს UFC-ში ამ მხრივ ერთადერთია

UFC-ის ყოფილი ორმაგი ჩემპიონი კონორ მაკგრეგორი, რომელმაც ფეხის მოტეხილობის შემდეგ, სრულად გამოჯანმრთელდა, ორგანიზაციის სიაში ერთადერთი მებრძოლია, რომელსაც დოპინგის ტესტი არ გაუკეთებია.

ამის შესახებ TSN-ის ჟურნალისტი აარონ ბრონშტეტერი წერს. მან შეისწავლა USADA-ს მონაცემთა ბაზა და აღმოაჩინა, რომ კონორი არ ექვემდებარებოდა შემოწმებას და მათი თავიდან აცილების ერთადერთი ლეგალური გზა არის UFC-დან მოხსნა.

„მას შემდეგ, რაც UFC-ის აქტიური სია USADA-ს სპორტსმენების ტესტირების მონაცემთა ბაზას შევუსაბამეთ, აღმოვაჩინე, რომ კონორ მაკგრეგორი არის ერთადერთი აქტიური UFC მებრძოლი (1 აგვისტოს შემდეგ დამატებული მებრძოლების გამოკლებით), რომელსაც არ გაუვლია ნარკოლოგიური ტესტირება.

მაკგრეგორმა და UFC-ის გუნდმა უარი თქვეს ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებაზე, ხოლო აშშ-ს ანტიდოპინგურმა სააგენტომ მიაწოდა TSN-ს განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ისინი ამ საკითხს საჯაროდ არ განიხილავენ.

UFC-ის ანტიდოპინგური პოლიტიკის თანახმად, მაკგრეგორის ტესტირებიდან გათავისუფლების ერთადერთი გზა არის კონტრაქტის შეწყვეტა UFC-თან ან ორგანიზაციისთვის წერილობითი შეტყობინება კარიერის დასრულების შესახებ“,

- თქვა ბრონშტეტერმა.

შეგახსენებთ, რომ მაკგრეგორი ოქტაგონზე დასაბრუნებლად ბევრს შრომობს და ფიზიკურ ფორმასაც იბრუნებს. ასევე კონორი ფლოიდ მევეზერთან მატჩრევანშის გასამართადაც ემზადება. ირლანდიელს უახლოეს თვეებში დიდი გეგმები აქვს და სავარაუდოდ დოპინგის ამბავზე დროული რეაგირება მოუწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტადიჩის უარი - მსოფლიო ჩემპიონატზე LGBT სამკლაურით არ ითამაშებს
ტადიჩის უარი - მსოფლიო ჩემპიონატზე LGBT სამკლაურით არ ითამაშებს