საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები
Aa
Aa

მოისწრაფიშვილის ლამაზი გოლი - 21-წლამდე ნაკრები პორტუგალიასთან დამარცხდა

საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში სტუმრად პორტუგალიის ახალგაზრდულ ნაკრებს დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით, 4:1 დამარცხდა.

როგორც ცნობილია, რამაზ სვანაძის გუნდი 2023 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც საქართველოსა და რუმინეთში უნდა გაიმართოს და ჩვენს ნაკრებს ტურნირზე თამაში მასპინძლის სტატუსით აქვს განაღდებული. ამის გათვალისწინებით, 21-წლამდე გუნდის მწვრთნელი ბევრ ფეხბურთელს აძლევს თავის გამოჩენის შანსს და ევროპირველობისთვის მაქსიმალურად ოპტიმალურ შემადგენლობას ეძებს.

დღევანდელ შეხვედრაშიც მოედანზე რამდენიმე დებიუტანტი გამოჩნდა, მაგალითად საბა საზონოვი, რომელიც რამაზ სვანაძემ მოსკოვის „დინამოდან“ გამოიძახა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენმა გუნდმა მეტოქეს განსაკუთრებული ვერაფერი დაუპირისპირა, თუმცა რამდენიმე რეალური სახიფათო მომენტი შექმნა, თამაში კი მასპინძლების აშკარა უპირატესობით მიმდინარეობდა.

პორტუგალიელებმა ანგარიში მე-16 წუთზე ბერნარდუს გოლით გახსნეს, 22-ე წუთზე კი სამუელ კოშტამ სხვაობა ორბურთამდე გაზარდა.

მეორე ნახევარი ქართველმა ფეხბურთელებმა აქტიურად დაიწყეს, რასაც 54-ე წუთზე გიორგი მოისწრაფიშვილის ლამაზი გოლი მოჰყვა. ამ გოლიდან ათიოდე წუთში კი ენრიკე არაუხომ ჩვენი გუნდის კარში მესამე გოლი გაიტანა, საბოლოო ანგარიში კი 74-ე წუთზე სოუზამ დააფიქსირა.

27 სექტემბერს რამაზ სვანაძის გუნდს კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი ელის. ქართველი ფეხბურთელები სტამბოლში თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გამარჯვება ჩვენ დავიმსახურეთ“ - რას ამბობენ მაკედონიელები
„გამარჯვება ჩვენ დავიმსახურეთ“ - რას ამბობენ მაკედონიელები