საქართველოსთვის სამყარო თავდაყირა დადგა
საქართველოსთვის სამყარო თავდაყირა დადგა
კვარას მხოლოდ ჰოლანდი უსწრებს
კვარას მხოლოდ ჰოლანდი უსწრებს
ემოციები და ცრემლები
ემოციები და ცრემლები
ჩრდილოეთ მაკედონია დამარცხებულია
ჩრდილოეთ მაკედონია დამარცხებულია
კარგი ამბავი საქართველოს ნაკრებისთვის
კარგი ამბავი საქართველოს ნაკრებისთვის
საფეხბურთო აგენტმა ხვიჩაზე ისაუბრა
საფეხბურთო აგენტმა ხვიჩაზე ისაუბრა
ლაშა ტალახაძე საქართველოს ჩემპიონია
ლაშა ტალახაძე საქართველოს ჩემპიონია
რეალმა მბაპე გამორიცხა
რეალმა მბაპე გამორიცხა
კარიერის 5 წელი დავკარგე
კარიერის 5 წელი დავკარგე
კანავარო იტალიში დაბრუნდა
კანავარო იტალიში დაბრუნდა
ბორდო ლიგა 1-ში უნდა დავაბრუნო
ბორდო ლიგა 1-ში უნდა დავაბრუნო
ტურის საუკეთესო სეივი
ტურის საუკეთესო სეივი
ტომ ჰარდი ჯიუ-ჯიცუში
ტომ ჰარდი ჯიუ-ჯიცუში
ჩემპიონთა ლიგაზე ერთობა
ჩემპიონთა ლიგაზე ერთობა
Gazzetta-მ ხვიჩაზე დაწერა
Gazzetta-მ ხვიჩაზე დაწერა
მორიგი კონფლიქტი
მორიგი კონფლიქტი
„დააბრუნეთ სუარესი“
„დააბრუნეთ სუარესი“
სასჯელი რუსეთს
სასჯელი რუსეთს
სული გაყიდა
სული გაყიდა
წარუმატებელი სერია დასრულდა
წარუმატებელი სერია დასრულდა
არჩილ ბერიძე; „დროა აქცენტი ლეგიონერებზე გავაკეთოთ“
Aa Aa
22 სექტემბერი 2022  |  22:06

არჩილ ბერიძე; „დროა აქცენტი ლეგიონერებზე გავაკეთოთ“

„დინამო ბათუმის“ პრეზიდენტმა, არჩილ ბერიძემ გულშემატკივრების კითხვებს უპასუხა და კლუბის სამომავლო გეგმებზე ილაპარაკა.

ტრანსფერებზე

„ბათუმის დინამოს ძლიერი უცხოელი ლეგიონერები აკლია, სხვა ყველაფერი გვაქვს. მინდა, პირობა დავდო და ვთქვა, რომ ლეგიონერებს აუცილებლად დავიმატებთ და ეს გარდაუვალია. საქართველოში ყველაზე მაგარი გულშემატკივრები გვყავს და მათ ამ მოთხოვნას დავუკმაყოფილებთ, რადგან ამას კლუბიც საჭიროებს. ახალ სეზონში შემადგენლობას გავაძლიერებთ და სპონსორები გვერდში გვიდგანან. მოვიდა ის დრო, რომ 2023 წლიდან ჩვენი პრიორიტეტი ლეგიონერები იყოს“.

სტიუარდებზე

„სტიუარდებთან რამდენიმე შეხვედრა გვქონდა და მათ შევთავაზე, რომ ახალი სისტემა ჩამოეყალიბებინათ, რომელიც ბათუმის დინამოს მოემსახურებოდა და არ იქნებოდა ქაოტური. ჩემი მოსვლის შემდეგ, კლუბს 107 თამაში აქვს ჩატარებული და ლაპარაკი იყო 3 თუ 4 მატჩის დავალიანებაზე, საუბარი კი მიდის იმაზე, თითქოს სტიუარდებს ფულს არ უხდიან და ექიმებს ფულს არ უხდიან. ამ პრობლემის 50 პროცენტი აღმოფხვრილია და დანარჩენიც მალე მოგვარდება“.

კვარაზე, დავითაშვილზე და აზაროვზე

„კვარაცხელიას გადმოსვლის შემდეგ, 100 პროცენტით ვიცოდით, რომ გუნდს დატოვებდა. ზურიკოს და აზაროვს რაც შეეხებათ, ტრანსფერები სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 3 დღით ადრე გადაწყდა. მანამდე დარწმუნებული ვიყავით, რომ აზაროვი და დავითაშვილი ბათუმში რჩებოდნენ, მაგრამ 3 დღით ადრე, მოხდა ის, რაც მოხდა. ორივე მათგანი წავიდა და ამან მათი შემცვლელების მოძებნა შეუძლებელი გახადა“.

ლაზარე კუპატაძეზე

„არავინ იფიქროს, რომ ლაზარე კუპატაძე გუნდიდან ერთი თამაშის გამო გაუშვეს. ჩვენ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი გავწყვიტეთ და მოხდა ის, რაც მოხდა. მინდა, ყველა დავარწმუნო, რომ ეს ამ ერთ თამაშს არ ეხება და ეს მატჩი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მტკივნეული შეხვედრა იყო“.

შეგახსენებთ, რომ 27 ტურის შემდეგ, „დინამო ბათუმს“ 60 ქულა აქვს და „დინამო თბილისს“ 1 ქულით უსწრებს. აჭარლები მომდევნო შეხვედრას ბოლნისის „სიონის“ წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
YouTube პრომო
ასევე დაგაინტერესებთ
„ვერ ვხსნი ტოპ კლუბებმა ხელიდან როგორ გაუშვეს“ - იტალიაში კვარაზე ისაუბრეს
„ვერ ვხსნი ტოპ კლუბებმა ხელიდან როგორ გაუშვეს“ - იტალიაში კვარაზე ისაუბრეს