ბაიერნი, იუვენტუსი
Aa
Aa

დე ლიხტი: “ბაიერნს ჩემპიონთა ლიგის მოგების ამბიცია აქვს, იუვეში ეს არ იგრძნობოდა“

როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, მატიას დე ლიხტი მიუნხენის „ბაიერნში“ გადავიდა. ნიდერლანდელმა უკანახაზელმა ტურინულ გრანდზე და „რეკორდმაისტერზე“ ისაუბრა.

რა თქვა დე ლიხტმა?

„იუვენტუსში თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი და იქ გატარებული პერიოდი მსიამოვნებდა, მაგრამ ვიგრძენი, რომ ახალი გამოწვევები მჭირდებოდა. იუვე დიდი გუნდია, მაგრამ „ბაიერნში“ გადასვლა კარიერულად წინ გადადგმული ნაბიჯია. „ბაიერნს“ ჩემპიონთა ლიგის მოგების ამბიცია აქვს. ამას „იუვენტუსში“ ვერ ვგრძნობდი.

„რეკორდმაისტერი“ სათამაშო ფილოსოფიით ძალიან ჰგავს ნიდერლანდების ნაკრებს. ეს კი ჩემთვის დამატებითი ბენეფიტია. მიუნხენში გატარებული პირველი თვეებით ძალიან კმაყოფილი ვარ. მჯერა, ჩვენ ერთად ბევრ რამეს მივაღწევთ.“

დე ლიხტი „იუვენტუსში“

ნიდერლანდელი უკანახაზელი ტურინულ გრანდს 2019 წელს „აიაქსიდან“ შეუერთდა. 2019 წლიდან, 2022 წლის ჩათვლით მატიასმა „ბიანკონერის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 117-ჯერ მოირგო, 8 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბუსკეტსის შემცვლელად - ბარსელონას ჟორჟინიო მოუნდა
ბუსკეტსის შემცვლელად - ბარსელონას ჟორჟინიო მოუნდა