გურეშიძე ევროპის ჩემპიონია - საქართველოს 4 მედალი იუნიორთა ჩემპიონატზე
Aa
Aa

გურეშიძე ევროპის ჩემპიონია - საქართველოს 4 მედალი იუნიორთა ჩემპიონატზე

ძიუდოში, ევროპის იუნიორთა ჩემპიონატზე შალვა გურეშიძემ (+100 კგ.) ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალურ დაპირისპირებაში გურეშიძემ თურქი მუნირ ერთურქი იპონით დაამარცხა.

გარდა გურეშიძის წარმატებისა, საქართველოს ნაკრების აქტივში 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალია. უჩა ტაბატაძემ (+100 კგ.) ბრინჯაოს მედლისთვის გადამწყვეტ შეხვედრაში ესტონელი კარლ პრილინი ოქროს დროში ვაზარით დაამარცხა.

ტაბატაძის მსგავსად მიხეილ ჯაფარიძის (-100 კგ.) ანგარიშზეც ბრინჯაოს მედალია. მან გადამწყვეტ შეხვედრაში ნიდერლანდელ სილვან ბულტჰუსს ოქროს დროში ვაზარით აჯობა.

საქართველოს ნაკრების მხრიდან ვერცხლის მედალი მხოლოდ ალეკო კასრაძემ (-66 კგ.) მოიპოვა, მას ფინალში მუჰამედ დემირელმა მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
აკი ბაშო: ტოჩინოშინმა მე-3 ბრძოლა მოიგო
აკი ბაშო: ტოჩინოშინმა მე-3 ბრძოლა მოიგო