ქართველები ევროტურნირებზე: კვეკვესკირის გამარჯვება, სლოვანის მარცხი და სხვა
Aa
Aa

ქართველები ევროტურნირებზე: კვეკვესკირის გამარჯვება, სლოვანის მარცხი და სხვა

ჩემპიონთა ლიგის შემდეგ, მეორე ტურის შეხვედრები ევროპა ლიგასა და კონფერენს ლიგაზე გაიმართა, სადაც ქართველი ფეხბურთელებიდან გამომდინარე ჩვენ ინტერესს 5 შეხვედრა იწვევდა.

ევროპა ლიგაზე ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმი“ როტერდამში „ფეიენოორდს“ ესტუმრა და უშანსოდ 0:6 განადგურდა.

„კიტე“ მოედანს დაუბრუნდა და 72-ე წუთზე ცვლილებაზე შევიდა.

2 ტურის შემდეგ, „შტურმი“ ჯგუფში 3 ქულით ბოლო ადგილზეა, თუმცა ჯგუფში ოთხივე გუნდს (ლაციო, მიდტიულანდი) 3-3 ქულა აქვს.

ლუკა გუგეშაშვილის „ყარაბაღმა“ ფრანგულ „ნანტს“ უმასპინძლა და დამაჯერებლად 3:0 დაამარცხა.

გუგეშაშვილი ამჯერადაც თადარიგში იმყოფებოდა. ორი ტურის შემდეგ, „ყარაბაღი“ 3 ქულით მეორე პოზიციაზე იმყოფება. ლიდერი კი 6 ქულით „ფრაიბურგია“.

ირაკლი აზაროვის „ცრვენა ზვეზდამ“ თურქეთში „ტრაბზონსფორთან“ შეხვედრა 1:2 დათმო.

აზაროვი ამჯერად განაცხადში მოხვდა, თუმცა არ უთამაშია. „ცრვენა ზვეზდა“ ორი ტურის შემდეგ, 2 მარცხით ჯერჯერობით ბოლო ადგილზეა და ჯგუფში ერთადერთი გუნდია, რომელსაც ქულა არ აუღია.

კაშიას, კანკავასა და ჩაკვეტაძის „სლოვანმა“ ერევანში „პიუნიკთან“ მატჩი 0:2 დათმო.

ჯაბა კანკავას გაფრთხილების გამო არ უთამაშია. გურამ კაშია და გიორგი ჩაკვეტაძე სასტარტოში იმყოფებოდა და ორივე მათგანმა 90 წუთი ითამაშა.

„სლოვანი“ ორი ტურის შემდეგ ჯგუფში 1 ქულით „ჟალგირისთან“ ერთად ბოლო ადგილზე იმყოფება.

პოლონურმა პოზნანის „ლეხმა“ პირველ ტურში „ვილიარეალთან“ დრამატული მარცხის (3:4) შემდეგ, ამჯერად საკუთარ მოედანზე ვენის „აუსტრიას“ უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა.

ნიკა კვეკვესკირი ძირითადში იმყოფებოდა და 58-ე წუთზე შეცვალეს, როცა ანგარიში 1:1 იყო. რაც შეეხება გიორგი წიტაიშვილს, მას ამჯერად არ უთამაშია და თადარიგში დარჩა.

„ლეხი“ ორი ტურის შემდეგ ჯგუფში 3 ქულით მეორე ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სანიოლი: „სპალეტის ვეთანხმები, ბულგარეთთან მატჩის შემდეგ ხვიჩას მეც ვესაუბრე“
სანიოლი: „სპალეტის ვეთანხმები, ბულგარეთთან მატჩის შემდეგ ხვიჩას მეც ვესაუბრე“