ბარსელონა, ბაიერნი, ჩემპიონთა ლიგა, ჩავი ერნანდესი
Aa
Aa

“თავმდაბლები უნდა ვიყოთ“ - ჩავი ბაიერნთან მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში ცენტრალური დაპირისპირებაა. მიუნხენის „ბაიერნი“ კატალონიის „ბარსელონას“ უმასპინძლებს. მატჩის წინ, „ბლაუგრანას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა კომენტარი გააკეთა.

რა თქვა ჩავიმ?

„ბოლო შედეგების გამო ამპარტავნება არ უნდა დაგვემართოს. თავმდაბლები უნდა ვიყოთ და გვახსოვდეს, რომ ცუდი პერიოდიც გამოვიარეთ. ბედნიერი ვიქნები, თუ ჩვენს პოტენციალს მთლიანად გამოვიყენებთ. ვფიქრობ, თუ ისე ვითამაშებთ, როგორც ვიცით აუცილებლად გავიმარჯვებთ. წელს „ბარსელონა“ ჩემპიონთა ლიგაზე უკეთეს შედეგს დააფიქსირებს. ვნახოთ, ხვალ რა მოხდება.

ლევანდოვსკის სახით უდიდესი პლუსი აქვს „ბარსელონას“, მაგრამ ჩვენ სხვა შესანიშნავი ფეხბურთელებიც გვყავს. მნიშვნელოვანია, თუ როგორ პრესინგს ვითამაშებთ და ზონებს როგორ გამოვიყენებთ. მიულერი ბრწყინვალე ფეხბურთელია, რომელიც წლებია განსხვავებას ქმნის. ის გუნდის ლიდერია და მისი შეჩერება საკმაოდ რთულია.

საბოლოო ჯამში, სწრაფ და ინტენსიურ მატჩს ველოდები. ასეთი დონის შეხვედრას ფავორიტი არ ჰყავს. ვფიქრობ, შანსები 50-50-ზეა. გამარჯვებულის ბედი შესაძლოა მცირე დეტალებმა გადაწყვიტოს. მოიგებს ის, ვინც მომენტებს უკეთესად გამოიყენებს.“

ცნობისთვის, ეს გუნდები უკანასკნელად გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე შეხვდნენ. აღსანიშნავია, რომ მიუნხენის „ბაიერნმა“ ორივე დაპირისპირება იდენტური ანგარიშით 3:0 მოიგო და შედეგად „ბარსელონა“ ჯგუფში ჩარჩა.

ასევე შეგახსენებთ, 2020 წლის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „რეკორდმაისტერმა“ ბლაუგრანა“ 8:2 გაანადგურა და ტურნირიდან გამოაგდო. ამ ფაქტს კი იმ დროინდელი ბარსას მთავარი მწვრთნელის კიკე სეტიენის სამსახურიდან გაშვება მოყვა. ამ გუნდების მომდევნო დაპირისპირება 13 სექტემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ლევანდოვსკი ყველაზე მნიშვნელოვანია“ - ნაგელსმანი ბარსასთან მატჩის წინ
“ლევანდოვსკი ყველაზე მნიშვნელოვანია“ - ნაგელსმანი ბარსასთან მატჩის წინ