ხვიჩა ბრუნდება
ხვიჩა ბრუნდება
ენცო ფერნანდესის წერილი მესის
ენცო ფერნანდესის წერილი მესის
გერმანია 1:1 ესპანეთი
გერმანია 1:1 ესპანეთი
რატი ახალ კლუბში!
რატი ახალ კლუბში!
კვარა აბუჩად აიგდეს
კვარა აბუჩად აიგდეს
ონდუას რუსული ბუცები
ონდუას რუსული ბუცები
პერეირა ტრავმირებულია
პერეირა ტრავმირებულია
მესი და რეკორდები
მესი და რეკორდები
არგენტინამ მექსიკა დაამარცხა
არგენტინამ მექსიკა დაამარცხა
მებრძოლი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
მებრძოლი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
თალიბანის სკანდალი მუნდიალზე
თალიბანის სკანდალი მუნდიალზე
თუშიმ რინერს მოუგო
თუშიმ რინერს მოუგო
რონალდუ გააკრიტიკეს
რონალდუ გააკრიტიკეს
ინძაგიმ კვარა შეაქო
ინძაგიმ კვარა შეაქო
ბაჯომ ცნობილი პენალტი გაიხსენა
ბაჯომ ცნობილი პენალტი გაიხსენა
აზარი და One Love
აზარი და One Love
ბითაძის 15 წუთი
ბითაძის 15 წუთი
7-0 - ესპანეთმა იფრინა
7-0 - ესპანეთმა იფრინა
მორიგი სენსაცია
მორიგი სენსაცია
დანია ფიფას ტოვებს?
დანია ფიფას ტოვებს?
US Open-ის ფინალისტები ცნობილია - რუდი ალკარასის წინააღმდეგ
Aa Aa
10 სექტემბერი 2022  |  10:02

US Open-ის ფინალისტები ცნობილია - რუდი ალკარასის წინააღმდეგ

2022 წლის US Open-ის ფინალში ერთმანეთს მსოფლიოს მე-4 ჩოგანი კარლოს ალკარასი და მე-7 ჩოგანი კასპერ რუდი შეხვდებიან.

ამ მატჩის გამარჯვებული თავის კარიერაში დიდი სლემის პირველ ტიტულს მოიპოვებს და ასევე გახდება 28-ე მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგანი ATP-ის ისტორიაში, რომელიც დანიილ მედვედევს ჩაანაცვლებს.

თუ 19 წლის ალკარასი გაიმარჯვებს, ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ნომერ 1 ჩოგანი გახდება.

თუ რუდი გაიმარჯვებს, ის დაამყარებს რეკორდს - ყველაზე დიდი ნახტომით პირველ ადგილზე.

პირად შეხვედრებში ალკარასი რუდთან 2-0 ლიდერობს სეტის წაგების გარეშე. წელს ესპანელმა ნორვეგიელი მაიამის მასტერსის ფინალში დაამარცხა.

ალკარასმა ნახევარფინალში ფრენსის ტიაფუ დაამარცხა - 6:7, 6:3, 6:1, 6:7, 6:3.

რუდმა კი კარენ ხაჩანოვს 7:6, 6:2, 5:7, 6:2 მოუგო.

კარლოს ალკარასი გახდა დიდი სლემის ყველაზე ახალგაზრდა ფინალისტი რაფაელ ნადალის შემდეგ (როლან გაროსზე 2005 წელს). აშშ-ის ღია პირველობაზე ის ყველაზე ახალგაზრდა ფინალისტია მას შემდეგ, რაც პიტ სამპრასმა ტიტული 1990 წელს მოიგო.

საერთო ჯამში, ეს იქნება ალკარასისთვის სეზონის მეშვიდე ტურის დონის ფინალი და მერვე მის კარიერაში. 2022 წელს მას ოთხი ტიტული აქვს მოგებული, მაგრამ ბოლო ორი ფინალი წააგო.

ესპანელმა US Open-ზე ბოლო სამი მატჩი ხუთ სეტში მოიგო. ის ახლა კარიერაში ხუთ სეტის ბალანსში 8-1-ს იგებს.

„საოცარია, რომ შეგიძლია კონკურენცია გაუწიო ასეთ დიდ საქმეებს. პირველად ვარ დიდი სლემის ფინალში. და მე უკვე ვხედავ რეიტინგის პირველ ხაზს, მაგრამ ამავდროულად ის ძალიან შორს არის.

კიდევ ერთი მატჩის მოგება გვჭირდება, მაგრამ წარმოუდგენელი ჩოგბურთელის წინააღმდეგ. მან უკვე ითამაშა დიდი სლემის ფინალში როლან გაროსზე და ჩემთვის ეს პირველი იქნება. ყველაფერს გავიღებ. ნერვებთან გამკლავება მომიწევს.

რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერი ვარ. და როგორც ყოველი მატჩის წინ ვამბობ, ვისიამოვნებ და მერე ვნახოთ“.

- თქვა ალკარასმა.

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
FIBA-ს ოფიციალური განცხადება Eurobasket 2022-ზე მსაჯობის შესახებ
FIBA-ს ოფიციალური განცხადება Eurobasket 2022-ზე მსაჯობის შესახებ