კილიან მბაპე
Aa
Aa

მბაპემ მესის მიღწევა გააუმჯობესა - “ოქროს ბურთის მოგებას ვაპირებ“

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში კილიან მბაპემ ტურინის „იუვენტუსს“ დუბლი შეუსრულა და ტურნირზე თავისი სტატისტიკა გააუმჯობესა.

ამ გოლებით კილიანმა 35-გოლიან ნიშნულს მიაღწია. მბაპე ამჟამად 23 წლის და 260 დღის არის. ამ ასაკში ზემოხსენებული სტატისტიკა ტურნირის ისტორიაში საუკეთესოა.

მბაპემ მესის აჯობა, რომელმაც 35 გოლის გატანა 23 წლის და 307 დღისამ შეძლო.

მბაპესა და მესის მოჰყვებიან რაული (25 წლის და 82 დღის), კარიმ ბენზემა (26 წლის და 69 დღის), თომას მიულერი (26 წლის და 185 დღის) და კრიშტიანუ რონალდუ (27 წლის და 59 დღის).

მბაპემ წელს პსჟ-ს რიგებში სულ 6 შეხვედრა ჩაატარა და 9 გოლის გატანა შეძლო.

კილიანი ოქროს ბურთს უმიზნებს

„ოქროს ბურთის მოგებას ვაპირებ. ყოველთვის ვამბობდი, რომ ყველაფერზე ვოცნებობ. მე საზღვრები არ მაქვს. ასე, რომ რა თქმა უნდა, როგორც თქვენ ამბობთ, ახალი თაობა მოდის. რონალდუ და მესი გაჩერდებიან. ვიღაც სხვა უნდა გამოჩნდეს, ვიღაც ახალი".

- ამბობს მბაპე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
,,ომი დაიწყო, თანხა შემცირდა და სახლში მოვიყვანეთ“ - ჯუნტოლიმ ხვიჩაზე ისაუბრა
,,ომი დაიწყო, თანხა შემცირდა და სახლში მოვიყვანეთ“ - ჯუნტოლიმ ხვიჩაზე ისაუბრა