ერლინგ ჰოლანდი
Aa
Aa

ჰოლანდის საოცარი სტატისტიკა - მესის და რონალდუს მიღწევებს აუმჯობესებს

22 წლის ნორვეგიელმა ფორვარდმა ერლინგ ჰოლანდმა ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში „სევილიას“ დუბლი შეუსრულა და ტურნირის ისტორიაში მორიგი მნიშვნელოვანი სტატისტიკა დააფიქსირა.

ამ მომენტისთვის ჰოლანდის ანგარიშზე ლიგაზე 20 მატჩია, მის ანგარიშზე კი უკვე 25 გოლია. აღსანიშნავია, რომ მესის ჩემპიონთა ლიგის საწყის 20 შეხვედრაში 8 გოლი ჰქონდა, რონალდუს კი 0.

რონალდუმ 25-გოლიან ნიშნულს 63-ე შეხვედრაში მიაღწია, მესიმ კი 42-ეში. თუ, ჰოლანდი ამ ტემპს შეინარჩუნებს, დიდი შანსია ნორვეგიელმა ტურნირის ყველა დროის რეკორდი დაამყაროს.

ასევე, ჰოლანდი ისტორიაში გახდა მე-4 ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე 3 სხვადასხვა გუნდში სადებიუტო მატჩში გატანა შეძლო.

„ზალცბურგის“ შემადგენლობაში მან 2019 წელს „გენკს“ ჰეთ-თრიკი შეუსრულა, 2020 წელს უკვე „დორტმუნდში“ პსჟ-ს გაუტანა. ამჯერად კი „სიტის“ მაისურით „სევილიას“ დუბლი შეუსრულა.

ჰოლანდის მსგავსი შედეგი თავის დროზე ფერნანდო მორიენტესმა, ხავიერ სავიოლამ და ზლატან იბრაჰიმოვიჩმა დააფიქსირეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
,,ომი დაიწყო, თანხა შემცირდა და სახლში მოვიყვანეთ“ - ჯუნტოლიმ ხვიჩაზე ისაუბრა
,,ომი დაიწყო, თანხა შემცირდა და სახლში მოვიყვანეთ“ - ჯუნტოლიმ ხვიჩაზე ისაუბრა