ნონა გაფრინდაშვილი
Aa
Aa

ამერიკული მედია: Netflix-მა და ნონა გაფრინდაშვილმა შეთანხმებას მიაღწიეს

ამერიკული კინოინდუსტრიის გიგანტის Netflix-ისა და ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკის ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატებმა შეთანხმებას მიაღწიეს. ინფორმაციას ცნობილი გამოცემა Variety ავრცელებს.

Netflix-ს იმედი ჰქონდა, რომ საქმის გასაჩივრების შედეგად დავას მოიგებდნენ, თუმცა მე-9 ოლქის სააპელაციო სასამართლომ სამშაბათს საქმე დახურა.

„მხარეები მოხარულნი არიან, რომ ეს საკითხი მოგვარებულია“,

- ამბობს ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატი რუფუს-აიზეკსი. ჯერჯერობით გარიგების ფინანსური დეტალები არ ხმაურდება.

შეგახსენებთ, ნონა გაფრინდაშვილმა Netflix-ს სექტემბერში უჩივლა. სარჩელი Netflix-ის მიერ სერიალ „ლაზიერის გამბიტის“ (The Queen’s Gambit) ფინალურ ეპიზოდში ნათქვამ წინადადებას ეხება.

„ერთადერთი უცნაური რამ მის შესახებ (იგულისხმება ბეთ ჰარმონი) მისივე სქესია, თუმცა რუსეთში ეს ფაქტი მას უნიკალურად არ აქცევს. იქ არის ქალი მსოფლიოს ჩემპიონი, თუმცა მას კაცი მოჭადრაკის წინააღმდეგ არასდროს უასპარეზია“.

აღნიშნული მონაკვეთი 1968 წლით თარიღდება. ამ პერიოდისთვის ნონა გაფრინდაშვილს სულ მცირე 59 მამაკაცი მოჭადრაკის წინააღმდეგ ჰქონდა ნათამაშები.

ქართველი მოჭადრაკე ამერიკული კომპანიისგან ზიანის ანაზღაურების სანაცვლოდ 5 მილიონ დოლარს და სერიალში გაჟღერებული დეფამაციური ფრაზის გამოსწორებას მოითხოვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
,,ომი დაიწყო, თანხა შემცირდა და სახლში მოვიყვანეთ“ - ჯუნტოლიმ ხვიჩაზე ისაუბრა
,,ომი დაიწყო, თანხა შემცირდა და სახლში მოვიყვანეთ“ - ჯუნტოლიმ ხვიჩაზე ისაუბრა