რაფაელ ნადალი, ფრენსის ტიაფო
Aa
Aa

სენსაცია - ნადალი აშშ-ის ღია პირველობის 1/8-ფინალში დამარცხდა

აშშ-ის ღია პირველობის მეოთხე წრეში ამერიკელმა ფრენსის ტიაფომ რაფაელ ნადალი ოთხ სეტში 5:4, 4:6, 6:4, 6:3 დაამარცხა. ამ სენსაციური გამარჯვების შემდეგ უკანასკნელ ათწლეულში ტიაფო პირველი ამერიკელია, ვინც აშშ-ის ღია პირველობის 1/4-ფინალში იასპარეზებს.

ფრენსის ტიაფომ, რომელიც რეიტინგში 26-ე ნომერია, გამარჯვების შემდეგ განაცხადა:

,,ჩოგბურთის სათამაშოდ იმიტომ მოვედი, რომ მომეგო. ძალიან ბედნიერი ვარ და ამის დაჯერება მიჭირს. შემიძლია ვაკეთო ის, რაც მომწონს და ვაკეთო ისე, რომ თამაშით სიამოვნება მივიღო. ძალიან ბედნიერი ვარ“.

მიმდინარე წელს დიდი სლემის ტურნირებზე რაფაელ ნადალი პირველად დამარცხდა. მოგეხსენებათ, მან ავსტრალიის ღია პირველობა და „როლან გაროსი'' მოიგო, ხოლო უიმბლდონის ტურნირს 1/2-ფინალში ჩაეხსნა.

შეგახსენებთ, რაფაელ ნადალი დიდი სლემის ტურნირების 22-გზის გამარჯვებულია. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
40 წლის ასაკში - ლეგენდარულმა სერენა უილიამსმა კარიერა დაასრულა
40 წლის ასაკში - ლეგენდარულმა სერენა უილიამსმა კარიერა დაასრულა