ქართული კალათბურთი, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

„დიდი აპლოდისმენტები ქართველ ექიმებს!“ - იტალიური მედია

გუშინ, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები სტუმრად იტალიას დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 7 ქულის სხვაობით, 91:84 დამარცხდა.

მატჩის მიმდინარეობისას, მეორე ტაიმში მასპინძელი გუნდის გამორჩეული მოთამაშე, დანილო გალინარი დაშავდა, რის გამოც შეხვედრის გაგრძელება ვეღარ შეძლო. საგულისხმოა, რომ როდესაც იტალიელმა კალათბურთელმა  ტრავმა მიიღო, მასთან პირველი საქართველოს ნაკრების სამედიცინო შტაბის წარმომადგენლები გაჩნდნენ და პირველადი დახმარება აღმოუჩინეს. ნაკრების მთავარმა ექიმმა, თეიმურაზ ხვედელიძემ მას ფეხი დაუმუშავა და ვინ იცის, შესაძლოა ამით გალინარი მძიმე ტრავმასაც გადაურჩა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნული ეპიზოდის შესახებ ერთ-ერთმა იტალიურმა გამოცემამ დაწერა და ქართველ ექიმებს მადლობაც გადაუხადა.

რას წერს Lagiornatatipo:

გალინარის პირველი ქართველი ექიმები დაეხმარნენ. როდესაც მან ტრავმა მიიღო, ისინი ახლოს იყვნენ და მაშინვე გაუყინეს მუხლი. ეს იყო ჟესტი, რომელიც არ არის სავალდებულო, მაგრამ დიდი პროფესიონალიზმისკენ მიანიშნებს. ეს ყველაფერი არ ყოფილა: შეხვედრის დასრულების შემდეგ ქართველი კალათბურთელები და შტაბის წევრები იტალიის გასახდელისკენ წავიდნენ, სადაც გალინარი მოინახულეს და გაამხნევეს. გალოს ტრავმამ გუნდი აშკარად შოკში ჩააგდო.

ეს ყველაფერი იმის შემდეგ მოხდა, როდესაც მათ ჩვენს წინააღმდეგ მნიშვნელოვანი მატჩი წააგეს. იმის მიუხედავად, რომ დანილოს მიმართ მცირე ოპტიმიზმია (ალბათ, ტრავმა ნაკლებად სერიოზულია, ვიდრე მოსალოდნელი იყო) საქართველოს ნაკრებმა ჩვენგან დიდი ოვაციები დაიმსახურა!

შეგახსენებთ, რომ გუშინდელ მატჩში გამორჩეული გოგა ბითაძე იყო, რომელმაც შეხვედრა 19 ქულით და 13 მოხსნით დაასრულა, გიორგი ცინცაძემ კი 8 ქულა და 11 შედეგიანი გადაცემა შეასრულა, რაც საქართველოს ნაკრებში სარეკორდო მაჩვენებელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს“ - ზუროსი იტალიასთან მარცხის შემდეგ
“რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს“ - ზუროსი იტალიასთან მარცხის შემდეგ