„ამას არ ველოდით“
„ამას არ ველოდით“
ბრაზილია მეოთხედფინალშია
ბრაზილია მეოთხედფინალშია
გმირი ხორვატიიდან
გმირი ხორვატიიდან
ნეიმარი ბრუნდება
ნეიმარი ბრუნდება
რონალდუ საუდის არაბეთში მიდის
რონალდუ საუდის არაბეთში მიდის
ჟირუს და მბაპეს რეკორდები
ჟირუს და მბაპეს რეკორდები
იბრა ბრუნდება
იბრა ბრუნდება
დოლიძის გამარჯვება
დოლიძის გამარჯვება
3 თვეს გამოტოვებს
3 თვეს გამოტოვებს
მამუკელაშვილის კარგი მატჩი
მამუკელაშვილის კარგი მატჩი
არგენტინა მეოთხედფინალშია
არგენტინა მეოთხედფინალშია
ნიდერლანდები მეოთხედფინალშია
ნიდერლანდები მეოთხედფინალშია
ყველაფერი გაირკვა
ყველაფერი გაირკვა
ლუის სუარესი ფიფას აკრიტიკებს
ლუის სუარესი ფიფას აკრიტიკებს
რა მოხდა რეალურად
რა მოხდა რეალურად
გულის შეტევა დამემართებოდა
გულის შეტევა დამემართებოდა
5 წუთში წავაგეთ
5 წუთში წავაგეთ
ფლიკის კომენტარი
ფლიკის კომენტარი
იაპონიის სასწაული, გერმანიის ფიასკო
იაპონიის სასწაული, გერმანიის ფიასკო
ბოდიში მესის
ბოდიში მესის
ნადალი ჯოკოვიჩზე: ყოველთვის სირცხვილია, როცა საუკეთესოები ტურნირებს ტოვებენ
Aa Aa
27 აგვისტო 2022  |  10:22

ნადალი ჯოკოვიჩზე: ყოველთვის სირცხვილია, როცა საუკეთესოები ტურნირებს ტოვებენ

რაფაელ ნადალმა ნოვაკ ჯოკოვიჩის აშშ-ის ღია პირველობის მიღმა დარჩენაზე ისაუბრა, რაც ვაქცინაციაზე უარის თქმით იყო განპირობებული.

„უკვე დიდი ხანია ვიცით, რომ ნოვაკი არ ითამაშებდა, თუ წესები არ შეიცვლება. ეს რამდენიმე თვის წინ იყო ცნობილი.

ჩემი აზრით, ეს ძალიან სამწუხარო ამბავია. ყოველთვის სირცხვილია, როდესაც მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეები არ თამაშობენ ტურნირზე ტრავმის ან სხვა მიზეზების გამო. ყოველთვის დიდი დანაკლისია, როდესაც ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე დიდ სლემს ტოვებს.

როგორც ვთქვი, გულშემატკივრებისთვის რთულია, ტურნირისთვის რთულია. ჩემი აზრით, ეს ჩოგბურთელებისთვისაც რთულია, რადგან ჩვენ გვინდა, რომ საუკეთესოებთან ვიბრძოლოთ.

მაგრამ, მეორე მხრივ, ვიმეორებ იმას, რაც არაერთხელ მითქვამს: სპორტი გარკვეულწილად უფრო დიდია, ვიდრე ნებისმიერი მოთამაშე. მოგეხსენებათ, ტრავმების გამო კარიერაში ბევრი მნიშვნელოვანი ტურნირი გამოვტოვე. შარშან აქ არ ვიყავი და ორი წლის წინაც. მაგრამ ტურნირი და ჩოგბურთის სამყარო ამით არ მთავრდება.

მაშინაც კი, თუ ეს ყველასთვის კარგი ამბავი არ არის, სამყარო აგრძელებს არსებობას და ჩოგბურთიც გაგრძელდება ჩემს შემდეგ, ნოვაკის შემდეგ, როჯერის შემდეგ. ყოველწლიურად იქნებიან ჩემპიონები დიდ სლემებზე. სულ ეს არის.

ეჭვგარეშეა, რომ ნოვაკი ჩვენი სპორტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშეა ბოლო 20 წლის განმავლობაში. პირადად მე ვწუხვარ, რომ ის ვერ ითამაშებს“.

- ამბობს ნადალი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
US Open: ბასილაშვილის პირველი მეტოქე ცნობილია
US Open: ბასილაშვილის პირველი მეტოქე ცნობილია