ნკუნკუ ჩელსიში ითამაშებს
ნკუნკუ ჩელსიში ითამაშებს
ხვიჩა ბრუნდება
ხვიჩა ბრუნდება
ენცო ფერნანდესის წერილი მესის
ენცო ფერნანდესის წერილი მესის
გერმანია 1:1 ესპანეთი
გერმანია 1:1 ესპანეთი
რატი ახალ კლუბში!
რატი ახალ კლუბში!
კვარა აბუჩად აიგდეს
კვარა აბუჩად აიგდეს
ონდუას რუსული ბუცები
ონდუას რუსული ბუცები
პერეირა ტრავმირებულია
პერეირა ტრავმირებულია
მესი და რეკორდები
მესი და რეკორდები
არგენტინამ მექსიკა დაამარცხა
არგენტინამ მექსიკა დაამარცხა
მებრძოლი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
მებრძოლი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
თალიბანის სკანდალი მუნდიალზე
თალიბანის სკანდალი მუნდიალზე
თუშიმ რინერს მოუგო
თუშიმ რინერს მოუგო
რონალდუ გააკრიტიკეს
რონალდუ გააკრიტიკეს
ინძაგიმ კვარა შეაქო
ინძაგიმ კვარა შეაქო
ბაჯომ ცნობილი პენალტი გაიხსენა
ბაჯომ ცნობილი პენალტი გაიხსენა
აზარი და One Love
აზარი და One Love
ბითაძის 15 წუთი
ბითაძის 15 წუთი
7-0 - ესპანეთმა იფრინა
7-0 - ესპანეთმა იფრინა
მორიგი სენსაცია
მორიგი სენსაცია
ფიური უსიკზე: ის ნაგავია, თუ მას უნდა ვებრძოლო მაშინ 500 მილიონი შემომთავაზეთ
Aa Aa
24 აგვისტო 2022  |  22:43

ფიური უსიკზე: ის ნაგავია, თუ მას უნდა ვებრძოლო მაშინ 500 მილიონი შემომთავაზეთ

უსიკის მიერ ენტონი ჯოშუას დამარცხების შემდეგ, სუპერმძიმე წონით კატეგორიაში ყველა მომდევნო ბრძოლის მოლოდინშია, რომელიც როგორც ანონსდება ოლეკსანდრ უსიკსა და ტაისონ ფიურის შორის უნდა შედგეს.

Gipsy kings-მა უსიკის გამოწვევა მიიღო და ბოლო დღეებში ამ მოსალოდნელი ბრძოლის შესახებ რამდენიმე კომენტარიც გააკეთა. ამჯერად ფიური ორთაბრძოლის სავარაუდო ვადებზე საუბრობს. მან უკრაინელსა და ორგანიზატორებს დრო დაუნიშნა, რომელშიც შეთავაზება უნდა მიიღოს და დაპირისპირება ოფიციალურად უნდა ჩაინიშნოს:

„გამარჯობა ბიჭებო. ყველას, ვისაც ბრძოლის მოწყობა უნდა: 7 დღე მოგეცით. 1 სექტემბრამდე ჩემთან ფულით უნდა მოხვიდეთ.

თუ არა, მაშინ დიდი მადლობა, ძალიან კარგი იყო, პენსიაზე გავალ. ყველა წინადადება უნდა გადაეგზავნოს ჩემს ადვოკატს წერილობით. დაე თამაში დაიწყოს!"

– თქვა ინგლისელმა ვიდეომიმართვაში.

ბრიტანული The Sun-ი წერს, რომ ტაისონ ფიური ამ ბრძოლისთვის 150 მილიონ ევროს მოითხოვს. სახელდება სავარაუდო თარიღიც - 17 დეკემბერი, საუდის არაბეთი.

თავად ფიური სავარაუდო თანხის შესახებ კომენტარს აკეთებს და ბრძოლისთვის წარმოუდგენელ თანხას 500 მილიონ დოლარს ითხოვს:

„მსოფლიოში ყველაზე დიდი ბრძოლა, ყველაზე დიდი თანხის სანაცვლოდ უნდა ჩატარდეს. თუ მე ყველაფერს სასწორზე დავდებ და ვიღაც უცნობ უცხოელს შევებრძოლები, ასეთ შემთხვევაში უმჯობესია ბიჭებო ნახევარი მილიარდი დოლარი მომცეთ.

თუ არა, მაშინ დაიჭირეთ ეს პატარა დილეტანტი. ენტონი ჯოშუა რომ ყოფილიყო, მაშინ უსასყიდლოდ ვიბრძიოლებდი. ახლა კი არა“.

ფიური უსიკის შეურაცხყოფას და დაკინებას განაგრძობს და ამბობს, რომ მასში საფრთხეს საერთოდ ვერ ხედავს:

„უსიკის დამარცხება ერთკვირიანი ვარჯიშის შემდეგ შემიძლია! იმის გამო, რომ ის საშუალო წონაა, ჩემი მუშტები ზუსტად მასში გაივლის.

როდესაც უსიკი მოყვარული იყო და დედის მკერდს წოვდა, მე მძიმე წონაში ბრიტანეთის ჩემპიონი ვიყავი. მოყვარულთა შორის ის 75 კგ კატეგორიაში იბრძოდა. ამიტომ ვეძახი მას საშუალო წონას.

არასდროს მითქვამს, რომ ეს ადვილი სამუშაო იქნებოდა. მაგრამ მთელი საუბრები „pound-for-pound“ ლეგენდაზე ნაგავია, მე მას დიდად არ ვაფასებ. არ ვცემ პატივს უსიკს და არ ვთვლი, რომ ის დიდი მებრძოლია“.

- ციტირებს ფიურის სიტყვებს TalkSport-ი.

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
„ხელი ამომივარდა“ - ამირან გოგოლაძის დასანანი მარცხი DWCS-ში
„ხელი ამომივარდა“ - ამირან გოგოლაძის დასანანი მარცხი DWCS-ში