მსოფლიო ჩემპიონატი - მოჭიდავეების ორი მედალი სოფიადან
Aa
Aa

მსოფლიო ჩემპიონატი - მოჭიდავეების ორი მედალი სოფიადან

სოფიაში გამართულ 20-წლამდელ ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრების წარმომადგენლბმა - ნიკა ბროლაძემ (67 კგ) და აჩიკო ბოლქვაძემ (82 კგ) ფინალში იასპარეზეს, მაგრამ სამწუხაროდ, ჩემპიონობა ვერ შეძლეს.

ბროლაძემ ფინალურ შეხვედრაში აზერბაიჯანელ ქენან აბდულაზადეს დაუპირისპირდა, სამწუხაროდ ქართველი ფალავანი 1-4 დამარცხდა და ჩემპიონატი ვერცხლის მედლით დაასრულა.

ფინალურ ბრძოლამდე ბროლაძემ 4 მეტოქეს იაპონელ რიომა ტოიოტას, ხორვატ ლუკა ივანჩიჩს , ფინელ ნესტორ მანილასა და ირანელ სეიედ სოჰრაბის აჯობა.

82 კილოგრამ წონით კატეგორიის ფინალში ბოლქვაძე ირანელ ალირეზა მოჰმადიპიანთან დამარცხდა. ფინალამდე კი სამ მეტოქეს ჩეხი მარეკ ვრბას, ინდოელ როჰიტ დაჰიასა და უკრაინელ რუსლან აბდიევს მოუგო.

შედეგად, საქართველოს ნაკრებმა 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი ორი ვერცხლის მედლით დაასრულა.

შეგახსენებთ,რომ სოფიაში დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ასევე თავისუფალ სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმაც იასპარეზა, რომლებმაც ტურნირი სამი მედლით დაასრულეს. ვერცხლის პრიზიორი ანდრო მარგიშვილი გახდა ,  ხოლო ბრინჯაოს მედლები მერაბ სულეიმანაშვილმა და ოთარ ადეიშვილმა მოიპოვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მსოფლიო ჩემპიონატი - მოჭიდავეების სამი მედალი სოფიადან
მსოფლიო ჩემპიონატი - მოჭიდავეების სამი მედალი სოფიადან