გორის დილა, თბილისის დინამო, გიორგი მოისწრაფიშვილი
Aa
Aa

მოისწრაფიშვილის ეფექტური გოლი - დინამომ დილა დაამარცხა

Crystalbet ეროვნული ლიგის 22-ე ტურში თბილისის „დინამომ“ გორის „დილას“ უმასპინძლა, 3:0 დაამარცხა და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა.

გულშემატკივრებმა საკმაოდ მხიარული მატჩი იხილეს. მომენტებს ორივე გუნდი ქმნიდა, თუმცა უფრო მეტს და სახიფათოს „დინამო“. მიუხედავად ამისა, ბურთის ფლობის პროცენტული მაჩვენებელი სტუმართა მხარეს იყო.

ანგარიში 32-ე წუთზე ეფექტური დარტყმით გიორგი მოისწრაფიშვილმა გახსნა. პირველი ტაიმი ამ შედეგით დასრულდა. მეორე ტაიმში სცენარი არ შეცვლილა. შეტევას ორივე გუნდი ცდილობდა, მაგრამ უფრო ზუსტები ჭიაბრიშვილის შეგირდები იყვნენ.

51-ე წუთზე სხირტლაძე მეკარესთან პირისპირ დარჩა და ბურთი მშვიდად შეაგორა კარში - 2:0. საბოლოო წერტილი და კი 88-ე წუთზე გაბედავამ დასვა.

შეგახსენებთ, რომ მატჩის შემდეგ თბილისურ კლუბს 44 ქულა აქვს და ლიდერ ბათუმის „დინამოს“ 6 ქულით ჩამორჩება, თუმცა გეგუჩაძის გუნდს 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. გორის „დილა“ კი 34 ქულით მეოთხე ადგილზეა.

მატჩის ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
წაუგებელი სერია შეწყდა: არველაძის გუნდი დიდი ანგარიშით დამარცხდა
წაუგებელი სერია შეწყდა: არველაძის გუნდი დიდი ანგარიშით დამარცხდა