რამოსი:
Aa
Aa

რამოსი: "ოქროს ბურთისთვის ბრძოლა? ამაში გიჟური არაფერია"

მადრიდის "რეალის" კაპიტანმა და მთავარმა კოზირმა სერხიო რამოსმა, ოქროს ბურთზე ისაუბრა და არ გამორიცხა, რომ მან ამ ჯილდოსთვის იბრძოლოს.

"მე უნდა ვიცოდე, თუ რა კრიტერიუმებით გასცემენ ამ ჯილდოს. მას, ბოლო წლებია კრიშტიანო და ლეო ეუფლებიან. თუმცა, გავიხსენოთ ჩემი თანაგუნდელი ფაბიო კანავარო, რომელმაც ოქროს ბურთი მოიპოვა", - განაცხადა რამოსმა.

"ამაში გიჟური არაფერია. მე, გუნდთან ერთად ძალიან ბევრი ტიტული მოვიგე და კარგი იქნება, თუ ამ ჯილდოს დავეუფლები. ეს, ჩემთვის ისტორიული მომენტი იქნება". - დაასრულა რამოსმა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები