რუმენიგე: ევროპაში ყველაზე სწრაფი შეტევა გვყავს - და ლევანდოვსკი რას შვრება?
Aa
Aa

რუმენიგე: ევროპაში ყველაზე სწრაფი შეტევა გვყავს - და ლევანდოვსკი რას შვრება?

კარლ-ჰაინც რუმენიგემ „ბაიერნის“ შეტევას ევროპაში ყველაზე სწრაფი უწოდა.

მიუნხენელებს შემტევ ხაზში ახლა სადიო მანე, თომას მიულერი, სერჟ გნაბრი, ლეროი სანე და კინგსლი კომანი ჰყავთ.

რუმენიგეს არც ლევანდოვსკი დავიწყებია, რომლის „ბარსელონამაც“ ლა ლიგაში პირველ ტურში არადამაჯერებლად ითამაშა.

„ამ შეტევას მთელ ევროპაში ყველაზე სწრაფს დავარქმევ.

სალიჰამიჯიჩმა კარგი ტრანსფერები გააკეთა. თუ ვიმსჯელებთ ბაიერნის პირველი თამაშებით, განსაკუთრებით შეტევით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაფერი, რაც მან მოიფიქრა, ძალიან კარგად იმუშავა“,

- განაცხადა „ბაიერნის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა Sky-თან ინტერვიუში.

რუმენიგემ საუბარი ლევანდოვსკის შესახებ გააგრძელა:

„დიახ, მენატრება ლევანდოვსკი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რობერტის წყალობით ბევრი ტიტული მოვიგეთ. როგორია ის ბარსელონაში? სამწუხაროდ არა ისეთი, როგორც ის წარმოიდგენდა“,

- განუცხადა რუმენიგემ Blick-ს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად - ლუკა პარკაძე კარიერას მიუნხენის ბაიერნში გააგრძელებს
ოფიციალურად - ლუკა პარკაძე კარიერას მიუნხენის ბაიერნში გააგრძელებს