თბილისის დინამოს ლამაზი გოლები და გამარჯვება ბოლნისის სიონთან
Aa
Aa

თბილისის დინამოს ლამაზი გოლები და გამარჯვება ბოლნისის სიონთან

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 21-ე ტურში თბილისის ''დინამომ'' ''დინამო არენაზე'' ბოლნისის ''სიონი'' 3:1 დაამარცხა.

გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდის აქტივში 41 ქულაა, მეორე პოზიციას იკავებს და ლიდერ ბათუმის ''დინამოს'' 6 ქულით ჩამორჩება, თუმცა გია გეგუჩაძის გუნდი გორის ''დილასთან'' სტუმრად გამარჯვების შემთხვევაში 9-ქულიანი სხვაობას აღადგენს.

''დინამო არენაზე'' უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ცვლილებაზე გამოსულმა გიორგი მოისწრაფიშვილმა 65-ე წუთზე ანგარიში გახსნა, დაბალ კუთხეში ტექნიკური დარტყმით შეაგდო. 70-ე წუთზე ნიკა ხორხელის ჩაწოდების შემდეგ თემურ ბექაურმა ჯიმი ტაბიძეს აჯობა და ანგარიში გაათანაბრა.

77-ე წუთზე გიორგი მოისწრაფიშვილის საგოლე პასის შემდეგ ცვლილებაზე გამოსულმა გაბედავამ ეფექტური დარტყმით ''დინამო'' დააწინაურა. 82-ე წუთზე ''დინამოს'' ლამაზი კომბინაცია გოლით დასრულდა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი დავით სხირტლაძის მოქმედება იყო, რომელმაც ცრუ მოძრაობებით მეკარესა და მცველს აჯობა და კამარას გაატანინა.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 21-ე ტურში ''თელავისა'' და ''სამგურალის'' შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. პირველი ტაიმის მესამე დამატებულ წუთზე სტრაჰინია პავიშიჩის ავტოგოლით ''სამგურალი'' დაწინაურდა. 58-ე წუთზე ''თელავის'' შემტევმა გიორგი კვერნაძემ იაქტიურა და გუნდი მარცხისგან იხსნა.

14 აგვისტოს, თბილისის ''ლოკომოტივი'' ''გაგრას'' უმასპინძლებს (19:00), გორის ''დილა'' კი - ბათუმის ''დინამოს'' (21:00). 15 აგვისტოს ''საბურთალო'' ქუთაისის ''ტორპედოს'' მიიღებს (20:00).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები