ამირან გოგოლაძე
Aa
Aa

გოგოლაძის მომდევნო მეტოქე: „მასთან მარტივი ბრძოლა მელოდება“

MMA-ის ქართველი მებრძოლის, ამირან გოგოლაძის მომდევნო მეტოქემ, დარიუს ფლაუერსმა 23 აგვისტოს ჩანიშნულ ჩხუბზე ისაუბრა. ფლაუერსმა განაცხადა, რომ გოგოლაძეს დაამარცხებს და თვლის, რომ წინ მარტივი ბრძოლა ელის.

„ვფიქრობ, ის აგრესიული და ემოციური მებრძოლია. უკან არ იხევს, წინსვლაზეა ორიენტირებული და კონტრშეტევების განხორციელება მოსწონს. საშუალო დონის გრეპლინგი და ჭიდაობა აქვს. საერთო ჯამში, კარგი მებრძოლია. მის მოგება წაგებს ბალანს რომ გადავხედოთ, ვნახავთ, რომ საკუთარი რეგიონის საზღვრებს მიღმა მხოლოდ ერთხელ უჩხუბია და საშუალო დონის მეტოქესთან დამარცხდა.

გარდა ამისა, GFC-იმ შეურჩია ოპონენტები, რომლებიც იცოდა, რომ მის სტილს კარგად ერგებოდნენ, მაგრამ ახალგაზრდა, აგრესიული მებრძოლია და გრძელი გზა აქვს გასავლელი. ჩემი კარდიოთი, ათლეტურობით, საბრძოლო ინტელექტით და ძალით ვაჯობებ და ვფიქრობ, მარტივი ბრძოლა მელოდება“.

შეგახსენებთ, რომ გამარჯვებული UFC-ში მოხვდება და გოგოლაძის წარმატების შემთხვევაში, ყველაზე პრესტიჟულ MMA ორგანიზაციაში კიდევ ერთი ქართველი გვეყოლება. გეტყვით იმასაც, რომ ფლაუერსი 27 წლისაა და კარიერაში 11 გამარჯვება აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზუროსი: „შესანიშნავი გაკვეთილი მივიღეთ, ისრაელს დაუჯერებელი მატჩი ჰქონდა“
ზუროსი: „შესანიშნავი გაკვეთილი მივიღეთ, ისრაელს დაუჯერებელი მატჩი ჰქონდა“