მარკო ვერატი:
Aa
Aa

მარკო ვერატი: "გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდი..."

როგორც ჩანს, მარკო ვერატის სატრანსფერო საგა დასასრულს მიუახლოვდა. იტალიელმა ფეხბურთელმა ოფიციალური განცხადება გააკეთა და მის მომავალს ნათელი მოჰფინა.

"დღეს ჩემი აგენტის განცხადება ვნახე და მინდა გითხრათ, რომ მის აზრს არ ვიზიარებ. ამ ყველაფრის გამო კლუბსა და გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდი. აქ ყველაფრით კმაყოფილი ვარ. ვარჯიშს განვაგრძობთ. თანაგუნდელებთან შეხვედრით მოხარული ვარ. ვწუხვარ მომხდარის გამო.

ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს, რადგან "პსჟ"-ს პატივს ვცემ. ეს განცხადება ჩემ მოსაზრებას არ ემთხვევა. ვიმედოვნებ, რომ მსგავსი აღარ განმეორდება." - განაცხადა ვერატიმ.

როგორც ჩანს, იტალიელი ნახევარმცველი პარიზში რჩება. "ბარსელონას" კი სხვა ვარიანტზე მოუწევს გადართვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები