პიერ-ემერიკ ობამეიანგი
Aa
Aa

ობამეიანგი თანახმაა წავიდეს - ბარსელონა 25 მილიონ ევროს ითხოვს

„ბარსელონას“ ფეხბურთელის, პიერ-ემერიკ ობამეიანგის გარშემო ვითარება შეიცვალა. იწერებოდა, რომ გაბონელ თავდამსხმელს კლუბის დატოვება არ უნდოდა, მაგრამ Relevo-ს ცნობით, ამ წუთისთვის, რადიკალურად განსხვავებულ მდგომარეობასთან გვაქვს საქმე.

ესპანურ გამოცემას თუ დავუჯერებთ, ობამეიანგი მზადაა, სასურველი წინადადების მიღების შემთხვევაში, „კამპ ნოუდან“ წავიდეს. მისი მთავარი მსურველი ტომას ტუხელის „ჩელსი“ გახლავთ და გერმანელმა სპეციალისტმა კლუბის ხელმძღვანელობას მისი გაფორმება მოსთხოვა.

„ბარსელონა“ თანახმაა ობამეიანგი გაუშვას და მის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს ითხოვს. „ბლაუგრანასა“ და „არისტოკრატებს“ შორის კონტაქტი ჯერ არ ყოფილა, მაგრამ ბრიტანულ პრესას თუ დავუჯერებთ, ეს უახლოეს მომავალში შეიცვლება და „ლურჯები“ „ბარსას“ პირველ წინადადებას გაუკეთებენ. „სტემფორდ ბრიჯელები“ მზად არიან, 12-13 მილიონი ევრო გადაიხადონ.

აქვე ლონდონელთა კიდევ ერთ სამიზნეზე, ფრენკი დე იონგზეც გეტყვით. ამ უკანასკნელის აგენტებმა კლუბის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს და მათი ქმედებების გამო, გაღიზიანებული არიან. „ბარსას“ მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით ფეხბურთელიც უკმაყოფილოა და დათმობებზე წასვლას არ აპირებს, „ბლაუგრანას“ კი მისი გაყიდვა სურს, რაზეც ფრენკი კატეგორიულ უარს აცხადებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საფრანგეთის ლიგა 1-ში დავითაშვილის ტრანსფერი ჩაიშალა
საფრანგეთის ლიგა 1-ში დავითაშვილის ტრანსფერი ჩაიშალა