ოქროს მედლის შანსი მსოფლიო ჩემპიონატზე - ტერაშვილი ფინალშია
Aa
Aa

ოქროს მედლის შანსი მსოფლიო ჩემპიონატზე - ტერაშვილი ფინალშია

ეკვადორის ქალაქ გუაიაკილში ახალგაზრდა ძიუდოისტებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. დღეს, ტატამიზე 4 ქართველი მოჭიდავე გავიდა და მედლების მოპოვების შანსი ორ მათგანს აქვს.

-73 კილოგრამ წონით კატეგორიაში გიორგი ტერაშვილი ოქროს მედლისთვის იბრძოლებს, ხოლო კოტე კაპანაძე ბრინჯაოს შეუტევს. ქართველმა ფალავნებმა თავიანთი ჯგუფები მოიგეს და ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც კაპანაძე რიუგა ტანაკასთან დამარცხდა, ხოლო ტერაშვილმა დანიელ შეგედის სძლია.

ვაჟების გარდა, ქართველმა გოგონებმაც იასპარეზეს და ნინო ლოლაძემ სკარლეტ სალამარი დაამარცხა, თუმცა ოზლემ ილდიზთან წააგო და მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშა. ეთერ ასკილაშვილს რაც შეეხება, მან ემილი დანიელა იასპეს სძლია, მაგრამ მეორე რაუნდში ნიდერლანდელმა იოანე ვან ლიესშოუტმა აჯობა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გიორგი სარდალაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა, თორნიკე მაზიაშვილი კი ბრინჯაოს დასჯერდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„აქ იყო ლევანი“ - საგინაშვილის ყოფილი მეტოქის სახალისო ტატუ
„აქ იყო ლევანი“ - საგინაშვილის ყოფილი მეტოქის სახალისო ტატუ