ლუკა გუგეშაშვილი
Aa
Aa

გუგეშაშვილის ყარაბაღი ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფშია

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში უნგრეთის ჩემპიონი ''ფერენცვაროში'' საკუთარ მოედანზე ''ყარაბაღთან'' 1:3 დამარცხდა. აზერბაიჯანის ჩემპიონმა ორი მატჩის ჯამში 4:2 გაიმარჯვა და ფლეი-ოფში გავიდა.

''ყარაბაღის'' სათადარიგოთა სკამზე ქართველი მეკარე ლუკა გუგეშაშვილი იჯდა, რომელსაც თამაშში მონაწილეობა არ მიუღია. 

''ფერენცვაროშთან'' გამართულ მატჩებს შორის აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის პირველ ტურში ''ყარაბაღმა'' ''საბაილი'' 3:1 დაამარცხა. ამ მატჩში ლუკა გუგეშაშვილმა სასტარტოში ითამაშა და რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია, თუმცა მთავარმა მწვრთნელმა გურბან გურბანოვმა ჩემპიონთა ლიგაზე არ ათამაშა.

''ფერენცვაროშის'' ქართველი ნახევარმცველი გიორგი ხარაიშვილი სამატჩო განაცხადში არ იმყოფებოდა, ტრავმის შემდეგ ვარჯიში განაახლა, თუმცა თამაშისთვის მზად არაა.

''ყარაბაღი'' ფლეი-ოფში ''პლზენს'' დაუპირისპირდება, ჩეხურმა კლუბმა ტირასპოლის ''შერიფის'' ბარიერი დაძლია, ორი მატჩის ჯამში 4:2 გაიმარჯვა.

''პლზენის'' დამარცხების შემთხვევაში ''ყარაბაღი'' ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ისტორიაში მეორედ ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზივზივაძე ყარაბაღში? - აზერბაიჯანის ჩემპიონს ბუდუ შესთავაზეს
ზივზივაძე ყარაბაღში? - აზერბაიჯანის ჩემპიონს ბუდუ შესთავაზეს