საქართველოსთვის სამყარო თავდაყირა დადგა
საქართველოსთვის სამყარო თავდაყირა დადგა
კვარას მხოლოდ ჰოლანდი უსწრებს
კვარას მხოლოდ ჰოლანდი უსწრებს
ემოციები და ცრემლები
ემოციები და ცრემლები
ჩრდილოეთ მაკედონია დამარცხებულია
ჩრდილოეთ მაკედონია დამარცხებულია
კარგი ამბავი საქართველოს ნაკრებისთვის
კარგი ამბავი საქართველოს ნაკრებისთვის
საფეხბურთო აგენტმა ხვიჩაზე ისაუბრა
საფეხბურთო აგენტმა ხვიჩაზე ისაუბრა
ლაშა ტალახაძე საქართველოს ჩემპიონია
ლაშა ტალახაძე საქართველოს ჩემპიონია
რეალმა მბაპე გამორიცხა
რეალმა მბაპე გამორიცხა
კარიერის 5 წელი დავკარგე
კარიერის 5 წელი დავკარგე
კანავარო იტალიში დაბრუნდა
კანავარო იტალიში დაბრუნდა
ბორდო ლიგა 1-ში უნდა დავაბრუნო
ბორდო ლიგა 1-ში უნდა დავაბრუნო
ტურის საუკეთესო სეივი
ტურის საუკეთესო სეივი
ტომ ჰარდი ჯიუ-ჯიცუში
ტომ ჰარდი ჯიუ-ჯიცუში
ჩემპიონთა ლიგაზე ერთობა
ჩემპიონთა ლიგაზე ერთობა
Gazzetta-მ ხვიჩაზე დაწერა
Gazzetta-მ ხვიჩაზე დაწერა
მორიგი კონფლიქტი
მორიგი კონფლიქტი
„დააბრუნეთ სუარესი“
„დააბრუნეთ სუარესი“
სასჯელი რუსეთს
სასჯელი რუსეთს
სული გაყიდა
სული გაყიდა
წარუმატებელი სერია დასრულდა
წარუმატებელი სერია დასრულდა
მსოფლიო სერიის შესარჩევი | 7-კაცა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
Aa Aa
8 აგვისტო 2022  |  23:00

მსოფლიო სერიის შესარჩევი | 7-კაცა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

საქართველოს 7-კაცა 12-14 აგვისტოს მსოფლიო სერიის შესარჩევ ტურნირში ითამაშებს, რომელსაც ჩილე, სანტიაგო უმასპინძლებს. თამაშები „სანტა ლაურას“ სტადიონზე გაიმართება.

მსოფლიო სერიის საგზურისთვის მსოფლიოს ექვსივე რეგიონის 12 გუნდი იბრძოლებს, რომლებიც სამ 4-გუნდიან ჯგუფში არიან განაწილებული. თითოეული ჯგუფის ორ-ორი მოწინავე და ორიც საუკეთესო მეორეადგილოსანი თასის მეოთხედფინალში გადის. ჩილეში ყველა ადგილი გათამაშდება, თუმცა სანუკვარ საგზურს მხოლოდ გამარჯვებული მიიღებს.

საქართველო ა ჯგუფში ჩილეს, სამხრეთ კორეისა და პაპუა ახალი გვინეას ნაკრებებთან ითამაშებს; ბ ჯგუფში ჰონკონგი, ტონგა, იამაიკა და ზიმბაბვე მოხვდნენ; გ ჯგუფში ურუგვაი, უგანდა, გერმანია და ლიეტუვა.

ჩვენი 7-კაცა სამხრეთ ამერიკაში 7 აგვისტოს მიემგზავრება. სამწვრთნელო შტაბმა უკვე დაასახელა ის 13 მორაგბე, რომლებიც ჩილეში ითამაშებენ. წინა ტურნირებისგან განსხვავებით გუნდში ორი ახალი სახეა, ორივე ‘შავი ლომიდან’ – მირიან მოდებაძე და ლაშა ლომიძე.

„ჩილეში გამგზავრებამდე შეკრება ქუთაისში გავიარეთ. 5 სრულყოფილი სავარჯიშო დღე გვქონდა და ყველამ ძალიან დიდი მონდომებით ივარჯიშა. იყო ინტენსიური ვარჯიშები ბურთით, რაც ფიზიკურთან ერთად, ტექნიკური არსენალის დახვეწაშიც დაგვეხმარა. ნაკრებისა და ‘შავი ლომის’ ბიჭების დამატებით, ვარჯიშების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ბევრი დეტალი გამოვასწორეთ, რაც ჩილეში წარმატების იმედს გვაძლევს. მსოფლიო სერიაზე მოხვედრა ჩვენი ოცნებაა და თუ ეს მოვახერხეთ, ფაქტობრივად ყოველ თვე მსოფლიოს ჩემპიონატს ვითამაშებთ, რაც ქართულ რაგბს და 7-კაცას მნიშვნელოვნად წაწევს წინ. თავდაჯერებულები ვართ. ერთადერთ პრობლემას გვიქმნის აღდგენა. გზაში 2 დღის გატარება გვიწევს და აღსადგენად 2 დღე გვრჩება. იმედია ადაპტაციას კარგად გავივლით“, – განაცხადა 7-კაცას მწვრთნელმა გია ლაბაძემ.

ჩილეში მსოფლიო სერიის შესარჩევ ტურნირზე მიემგზავრებიან:

იოსებ გუშარაშვილი (შავი ლომი), მირიან მოდებაძე (შავი ლომი), ნიკოლოზ რეხვიაშვილი (ყოჩები), გიორგი კოშაძე (ხარები), ნიკოლოზ გიგაური (ყაზბეგი), გიორგი გელაშვილი (არმია), ირაკლი სიმსივე (აია), გიორგი ბაბუნაშვილი (შავი ლომი), თემურ კოხოძე (აია), ლაშა ლომიძე (შავი ლომი), თემო ჭიჭინაძე (ყოჩები), ლევან ნარიმანიძე (ხარები), გიორგი ჭუაძე (აკადემია).

მწვრთნელები: ბესიკ ხამაშურიძე, გია ლაბაძე

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
YouTube პრომო