საქართველოსთვის სამყარო თავდაყირა დადგა
საქართველოსთვის სამყარო თავდაყირა დადგა
კვარას მხოლოდ ჰოლანდი უსწრებს
კვარას მხოლოდ ჰოლანდი უსწრებს
ემოციები და ცრემლები
ემოციები და ცრემლები
ჩრდილოეთ მაკედონია დამარცხებულია
ჩრდილოეთ მაკედონია დამარცხებულია
კარგი ამბავი საქართველოს ნაკრებისთვის
კარგი ამბავი საქართველოს ნაკრებისთვის
საფეხბურთო აგენტმა ხვიჩაზე ისაუბრა
საფეხბურთო აგენტმა ხვიჩაზე ისაუბრა
ლაშა ტალახაძე საქართველოს ჩემპიონია
ლაშა ტალახაძე საქართველოს ჩემპიონია
რეალმა მბაპე გამორიცხა
რეალმა მბაპე გამორიცხა
კარიერის 5 წელი დავკარგე
კარიერის 5 წელი დავკარგე
კანავარო იტალიში დაბრუნდა
კანავარო იტალიში დაბრუნდა
ბორდო ლიგა 1-ში უნდა დავაბრუნო
ბორდო ლიგა 1-ში უნდა დავაბრუნო
ტურის საუკეთესო სეივი
ტურის საუკეთესო სეივი
ტომ ჰარდი ჯიუ-ჯიცუში
ტომ ჰარდი ჯიუ-ჯიცუში
ჩემპიონთა ლიგაზე ერთობა
ჩემპიონთა ლიგაზე ერთობა
Gazzetta-მ ხვიჩაზე დაწერა
Gazzetta-მ ხვიჩაზე დაწერა
მორიგი კონფლიქტი
მორიგი კონფლიქტი
„დააბრუნეთ სუარესი“
„დააბრუნეთ სუარესი“
სასჯელი რუსეთს
სასჯელი რუსეთს
სული გაყიდა
სული გაყიდა
წარუმატებელი სერია დასრულდა
წარუმატებელი სერია დასრულდა
რომან დოლიძე: „საჩემპიონო ბრძოლისგან შორს არ ვარ, უკრაინა ჩემი მეორე სახლია“
Aa Aa
8 აგვისტო 2022  |  14:27

რომან დოლიძე: „საჩემპიონო ბრძოლისგან შორს არ ვარ, უკრაინა ჩემი მეორე სახლია“

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, რომან დოლიძემ ფრანგულ გამოცემა Actumma-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და სამომავლო გეგმებზე, უკრაინაზე და საკუთარ მიზნებზე ისაუბრა.

პირველი ნაბიჯები MMA-ში

„ჩემი პირველი სპორტი კარატე იყო, მაგრამ თავი მალევე დავანებე და ფეხბურთელი გავხდი. მეკარე ვიყავი და 18-19 წლის ასაკამდე ვთამაშობდი. საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ სწავლის გამო უკრაინაში მომიწია გადასვლა და იქ 10 წელი ვიცხოვრე. ჯიუ-ჯიცუში ვარჯიში სწორედ იქ, 22 წლის ასაკში დავიწყე. უკრაინის ჩემპიონი გავხდი, შემდეგ კი მსოფლიო ჩემპიონატი მოვიგე. 28 წლის ასაკში MMA-ის უკრაინულმა ორგანიზაციამ ჩხუბი შემომთავაზა და დავთანხმდი, რადგან ვიცოდი, რომ მზად ვიყავი, თუმცა მანამდე საბრძოლო ხელოვნებებში არანაირი გამოცდილება არ მქონია“.

უკრაინაზე და იქ მიმდინარე მოვლენებზე

„ქართველი ვარ, მაგრამ ცხოვრების დიდი ნაწილი უკრაინაში გავატარე და უკრაინას ჩემს მეორე სახლად, ჩემს მეორე სამშობლოდ ვთვლი. სამწუხაროა ის, რაც ახლა იქ ხდება. ბევრი უკრაინელი მეგობარი მყავს და ეს საშინელება უნდა შეჩერდეს. გაუგებარია, 21-ე საუკუნეში ეს როგორ ხდება“.

ოცნებები UFC-ში

„ოცნებები არ მაქვს, მხოლოდ მიზნები მაქვს. არ მესმის, ხალხი ამ შეკითხვას რატომ მისვამს. ეს იგივეა, ჯარისკაცს ჰკითხო, უნდა თუ არა, გენერალი გახდეს“.

სამომავლო გეგმები საშუალო წონით დივიზიონში

„მინდა, ბევრი ბრძოლა გავმართო. ვფიქრობ, ამის დრო მოვიდა და მზად ვარ. მინდა, სატიტულო ჩხუბი, რაც შეიძლება სწრაფად მივიღო და მიმაჩნია, რომ მისგან შორს არ ვარ. ჩემი აზრით, ამ დივიზიონის ტოპ 15-ში ყოფნის ღირსი ჯერ არ ვარ, მაგრამ მინდა, რომ ვიყო. სწორედ ამიტომ, ჩემი მიზანი ტოპ 10-ის წევრ მებრძოლებთან ჩხუბია. ვფიქრობ, კაილ დაუკაუსი ცუდი მებრძოლი ნამდვილად არაა. მას ტოპ 15-თან ახლოს მყოფ მეტოქეებთან უჩხუბია და იგი ძალიან მარტივად დავამარცხე. ვფიქრობ, ახლა დროა, ტოპ 15-ის მებრძოლებს ვეჩხუბო და მხოლოდ მაღალი დონის მეტოქეები მჭირდება“.

დაუკაუსთან ჩხუბზე

„დაუკაუსთან ჩხუბამდე გამართულ ბოლო ბრძოლაში, ჩემი მოწინააღმდეგე გრეპლინგზე იყო ორიენტირებული და მთელი ჩხუბის განმავლობაში ჭიდაობა მომიწია. ამის შემდეგ, ხალხმა ლაპარაკი დაიწყო და იმეორებდნენ, რომ ეს ბრძოლა ძალიან მოსაწყენი იყო. არ მაინტერესებს, ისინი რას ამბობენ, მაგრამ ეს ყველაფერი ჩემს თავში დავიტოვე და მინდოდა, ისინი დამედუმებინა“.

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
YouTube პრომო
ასევე დაგაინტერესებთ
კვარა უზბეკ ფეხბურთელადაა მოხსენიებული - ANSA-ს სერიოზული შეცდომა
კვარა უზბეკ ფეხბურთელადაა მოხსენიებული - ANSA-ს სერიოზული შეცდომა