ედინსონ კავანი
Aa
Aa

ფავორიტი ვალენსიაა - კავანიმ ბოკა ხუნიორსს უარით უპასუხა

ურუგვაელი ფორვარდის, ედინსონ კავანის დამატება ''ვალენსიასა'' და ''ვილიარეალს'' სურთ. 35 წლის ფორვარდის გაფორმებაზე ''ბოკა ხუნიორსიც'' მუშაობდა, თუმცა ფეხბურთელისთვის პრიორიტეტი ევროპაში თამაშია, მან ''ბოკა ხუნიორსის'' წინადადებას უარით უპასუხა.

არგენტინელი ჟურნალისტის, ვერონიკა ბრუნატის ინფორმაციით, კავანის გადაბირებისთვის ბრძოლაში ფავორიტი ''ვალენსიაა.''

ფაბრიციო რომანოს ცნობით, კავანისა და მისი ოჯახის ოცნება ლა ლიგაში გადასვლა და ესპანეთში ცხოვრებაა. ამ ეტაპზე ფეხბურთელს ''ვალენსიასა'' და ''ვილიარეალს'' შორის არჩევანი არ გაუკეთებია. კავანი 2007 წლიდან ევროპაში თამაშობს, თუმცა ლა ლიგაში არასდროს უასპარეზია.

კარიერის დიდი ნაწილი სერია ა-სა და ლიგა 1-ში გაატარა. 2020 წლის ზაფხულში პსჟ დატოვა და კარიერა მან. იუნაიტედში გააგრძელა. გასული სეზონის შემდეგ ''წითელ ეშმაკებთან'' კონტრაქტი ამოეწურა და თავისუფალი აგენტია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დეტალებიღაა მოსაგვარებელი - მარკოს ალონსო ბარსელონას უახლოვდება
დეტალებიღაა მოსაგვარებელი - მარკოს ალონსო ბარსელონას უახლოვდება