„შედეგი მთავარი არაა“ - საქართველოსა და უნგრეთის მატჩისშემდგომი კომენტარები
Aa
Aa

„შედეგი მთავარი არაა“ - საქართველოსა და უნგრეთის მატჩისშემდგომი კომენტარები

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა უნგრეთთან გამართულ მატჩზე ისაუბრა. ჩვენმა კალათბურთელებმა შეხვედრა მინიმალური ანგარიშით დათმეს (88:89) და ბერძენი სპეციალისტის თქმით, მისმა გუნდმა დაცვაში უნდა მოუმატოს.

„ეს შეხვედრა მოსამზადებლად ორივე გუნდს იდეალურად გამოადგა. უნგრელების წინააღმდეგ ბოლომდე ვიბრძოლეთ და მძიმე მატჩი გამოვიდა. პირველ რიგში, ჩვენს დაცვაზე უნდა ვიმუშაოთ, თუმცა ასეთ შეხვედრებში მთავარი არა ანგარიში, არამედ ჩვენ მიერ ნაჩვენები თამაშია“.

საქართველოსთან მატჩზე უნგრეთის ნაკრების თავკაცმა, სტოიან ივკოვიჩმაც ისაუბრა და განაცხადა: „შეტევაში ბევრი კარგი რამ გავაკეთეთ, დაცვაში კი შეცდომები დავუშვით. ამ თამაშმა აჩვენა, რამდენად ძალისმიერი გუნდია საქართველო, მაგრამ ევრობასკეტზე უფრო რთული მეტოქეები გვყავს და მათთვის მზად უნდა ვიყოთ“.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნაკრები უნგრეთში 16 კალათბურთელით ჩავიდა. გუნდს აკლია ტრავმირებული გოგა ბითაძე, რომელიც ამერიკაში იმყოფება და სანდრო მამუკელაშვილი. სანდროს პირადი, ოჯახური მიზეზების გამო თბილისში გამგზავრება მოუხდა და ეროვნულ გუნდს 7 აგვისტოს, უნგრეთიდან დაბრუნების შემდეგ შეუერთდება. დღევანდელ მატჩში ჩვენს ნაკრებს ვერ დაეხმარა მიხეილ ბერიშვილი, რომელსაც ფეხის ტრავმა აწუხებს. ილიას ზუროსის განკარგულებაში მთლიანობაში 15 კალათბურთელი იყო: გიორგი ცინცაძე, ლუკა მაზიაშვილი, რატი ანდრონიკაშვილი, გივი ბაქრაძე, დუდა სანაძე, თად მაკფადენი, მერაბ ბოქოლიშვილი, კახა ჯინჭარაძე, ალექსანდრე ფევაძე, გიორგი კორსანტია, თორნიკე შენგელია, ბექა ბურჯანაძე, გიორგი შერმადინი, ილია ლონდარიძე, ბექა ბექაური.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზაზა ჯანაშია: „კვარაცხელია ნაპოლიში ვარსკვლავი გახდება“
ზაზა ჯანაშია: „კვარაცხელია ნაპოლიში ვარსკვლავი გახდება“