ბეჟანიშვილის ორმაგი დუბლი კანადაში - მისი გუნდი მეოთხედფინალშია
კანადის საკალათბურთო ლიგის (CEBL) მერვედფინალში ''ნაითჰოუკსმა'' ''ვოლი ბანდიტსი'' 5-ქულიანი უპირატესობით 90:85 დაამარცხა.
გამარჯვებულთა ქართველმა კალათბურთელმა გიორგი ბეჟანიშვილმა ორმაგი დუბლი შეასრულა. მან პარკეტზე 26:35 წუთი გაატარა. მის აქტივში 14 ქულა, 10 მოხსნა და 3 პასია. ასევე, მის ანგარიშზე 4 ფოლი და 1 დაკარგვაა.
ბეჟანიშვილმა ორმაგი დუბლი ზედიზედ მეორე შეხვედრაში შეასრულა.
Highlights from Q1@FVBandits ???? @GNighthawks
— CEBL (@CEBLeague) August 5, 2022
???? CEBL Mobile app, https://t.co/oz5oymIjk1, @cbcsports, @cbcgem, @ItsNxtLevel (US Only)#LetsBall #FVBvsGNH pic.twitter.com/Ym9Lzpagfy
ამ გამარჯვების შემდეგ ''ნაითჰოუკსი'' მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ''ნიაგარა რივერსია''. მეოთხედფინალური მატჩი 7 აგვისტოს გაიმართება.
შეგახსენებთ, 2021-22 წლების სეზონში გიორგი ბეჟანიშვილი ''დენვერ ნაგეთსის'' სარეზერვო გუნდში, ''რაპიდს გოლდსში'' თამაშობდა, თუმცა ''დენვერის'' საზაფხული ლიგის განაცხადში ვერ მოხვდა, რის შემდეგაც ''ნაითჰოუკსთან'' კონტრაქტის გაფორმება გადაწყვიტა.