საქართველოსთვის სამყარო თავდაყირა დადგა
საქართველოსთვის სამყარო თავდაყირა დადგა
კვარას მხოლოდ ჰოლანდი უსწრებს
კვარას მხოლოდ ჰოლანდი უსწრებს
ემოციები და ცრემლები
ემოციები და ცრემლები
ჩრდილოეთ მაკედონია დამარცხებულია
ჩრდილოეთ მაკედონია დამარცხებულია
კარგი ამბავი საქართველოს ნაკრებისთვის
კარგი ამბავი საქართველოს ნაკრებისთვის
საფეხბურთო აგენტმა ხვიჩაზე ისაუბრა
საფეხბურთო აგენტმა ხვიჩაზე ისაუბრა
ლაშა ტალახაძე საქართველოს ჩემპიონია
ლაშა ტალახაძე საქართველოს ჩემპიონია
რეალმა მბაპე გამორიცხა
რეალმა მბაპე გამორიცხა
კარიერის 5 წელი დავკარგე
კარიერის 5 წელი დავკარგე
კანავარო იტალიში დაბრუნდა
კანავარო იტალიში დაბრუნდა
ბორდო ლიგა 1-ში უნდა დავაბრუნო
ბორდო ლიგა 1-ში უნდა დავაბრუნო
ტურის საუკეთესო სეივი
ტურის საუკეთესო სეივი
ტომ ჰარდი ჯიუ-ჯიცუში
ტომ ჰარდი ჯიუ-ჯიცუში
ჩემპიონთა ლიგაზე ერთობა
ჩემპიონთა ლიგაზე ერთობა
Gazzetta-მ ხვიჩაზე დაწერა
Gazzetta-მ ხვიჩაზე დაწერა
მორიგი კონფლიქტი
მორიგი კონფლიქტი
„დააბრუნეთ სუარესი“
„დააბრუნეთ სუარესი“
სასჯელი რუსეთს
სასჯელი რუსეთს
სული გაყიდა
სული გაყიდა
წარუმატებელი სერია დასრულდა
წარუმატებელი სერია დასრულდა
მერაბ დვალიშვილი: „ჩემს კარიერაში უდიდესი ბრძოლაა, სულერთია როგორ მოვიგებ"
Aa Aa
4 აგვისტო 2022  |  23:27

მერაბ დვალიშვილი: „ჩემს კარიერაში უდიდესი ბრძოლაა, სულერთია როგორ მოვიგებ"

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა The Schmo-ს ინტერვიუ მისცა და ჟოზე ალდოსთან გასამართ ჩხუბზე ისაუბრა. „მანქანამ“ განაცხადა, რომ ალდოსთან, რომელიც თეიქდაუნების წინააღმდეგ თავის დაცვაში ერთ-ერთ საუკეთესოა, მინიმუმ 3 თეიქდაუნს მაინც განახორციელებს.

„ეს ჩემს კარიერაში უდიდესი ბრძოლაა და ოქტაგონზე გასასვლელად მზად ვარ. გამარჯვება მინდა და მხოლოდ მოგებაზე ვარ ორიენტირებული. ვიცი, რომ ალდოს ჩემი დანოკაუტება და წინსვლის გაგრძელება სურს, მაგრამ ამის უფლებას არ მივცემ, რადგან სწორედ ამისთვის ვჩხუბობთ.

თქვენ აუცილებლად ნახავთ, რომ ალდოსთან თეიქდაუნებს განვახორციელებ. ვიცი, რომ თეიქდაუნების წინააღმდეგ ის თავს ძალიან კარგად იცავს და ამაში ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ ნახავთ, რომ მიზანს მივაღწევ და მინიმუმ 3 თეიქდაუნს განვახორციელებ. კარიერის დასაწყისში სანახაობაზე და შოუზე ვიყავი ფოკუსირებული. ამის გამო, შეცდომები დავუშვი და რამდენიმე ბრძოლა წავაგე, მაგრამ ახლა მხოლოდ გამარჯვებაზე ვარ ორიენტირებული და ერთ ქართულ გამოთქმას თუ გამოვიყენებთ, გამარჯვებულებს არ ასამართლებენ. სულერთია როგორ მოვიგებ. იქნება ეს თეიქდაუნები, ჭიდაობა თუ მოსაწყენი ბრძოლა. ჩემთვის მთავარი სასურველი შედეგის დაფიქსირებაა”.

შეგახსენებთ, რომ ჟოზე ალდო UFC-ის ლეგენდარული მებრძოლი და საჩემპიონო ქამრის ყოფილი მფლობელია. ბრაზილიელი ქვემსუბუქ წონით დივიზიონში ასპარეზობდა და საჩემპიონო ქამარი კონორ მაკგრეგორთან წაგებული ბრძოლის შემდეგ დათმო. 2019 წელს, მან წონა შეიცვალა და სუპერ მსუბუქ დივიზიონში გადავიდა, სადაც სადებიუტო ბრძოლა მარლონ მორაესთან წააგო, შემდეგ კი პიოტრ იანთან დამარცხდა. ალდოს ზედიზედ 3 მოგება აქვს. მან მარლონ ვერას, პედრო მუნიოსსა და რობ ფონტს სძლია და სამივე ჩხუბში მსაჯების გადაწყვეტილებით იმარჯვა. მერაბს რაც შეეხება, „მანქანას“ ზედიზედ 7 გამარჯვება აქვს და ოქტაგონს თითქმის 1-წლიანი პაუზის შემდეგ, უბრუნდება

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
YouTube პრომო
ასევე დაგაინტერესებთ
მიქაუტაძე ბარნლის რადარზე - კლარეტები შეთავაზების გაკეთებაზე ფიქრობენ
მიქაუტაძე ბარნლის რადარზე - კლარეტები შეთავაზების გაკეთებაზე ფიქრობენ