მიქაუტაძე სიმბოლურ ნაკრებში - Sofascore-მა ქართველი ფეხბურთელი გამოარჩია
სპორტულმა სააგენტო Sofascore-მა ლიგა 2-ის პირველი ტურის სიმბოლური ნაკრები დაასახელა. „მეცის“ ქართველი ფეხბურთელი, გიორგი მიქაუტაძე რჩეულთა შორის მოხვდა და Sofascore-ისგან მაღალი შეფასება დაიმსახურა - 8.1
მიქაუტაძეს „ამიენთან“ გაწეული სამუშაო დაუფასდა. ქართველი ფეხბურთელი „მეცის“ რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა. მიქაუტაძემ ჯერ მეტოქის კარი აიღო და ლიგა 2-ის სადებიუტო შეხვედრა გოლით აღნიშნა, შემდეგ კი თანაგუნდელს გაატანინა.
„ამას დიდი ხანი ველოდი და ძალიან კარგი შეგრძნება დამეუფლა. ეს მხოლოდ დასაწყისია. სეზონი ძალიან გრძელია და თუ ასე გავაგრძელებთ, ყველაფერი კარგად იქნება“, - განაცხადა მატჩის შემდეგ ფრანგული კლუბის თავდამსხმელმა.
შეგახსენებთ, რომ გასული ორი სეზონი მიქაუტაძემ იჯარით ბელგიურ „სერენში“ გაატარა. მისი გოლებით „სერენი“ უმაღლეს ლიგაში აღზევდა, 2021-22 წლების გათამაშებაში კი ქართველი ფორვარდის გოლით ელიტაში ადგილი შეინარჩუნა. 21 წლის ფორვარდმა „სერენის“ რიგებში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 57 მატჩში 36 გოლი შეაგდო.