უკრაინაში საომრად უხმეს
უკრაინაში საომრად უხმეს
კვარას საზღვარი არ აქვს
კვარას საზღვარი არ აქვს
მესი ბარსაში?
მესი ბარსაში?
მორიგი მარცხი
მორიგი მარცხი
პარკაძე საუკეთესოთა შორის
პარკაძე საუკეთესოთა შორის
Championat.com-ი კვარაზე
Championat.com-ი კვარაზე
Libero-მ ხვიჩაზე დაწერა
Libero-მ ხვიჩაზე დაწერა
ისტორიები სუპერგმირებზე
ისტორიები სუპერგმირებზე
გამარჯვება გიბრალტართან
გამარჯვება გიბრალტართან
L'EQUIPE საქართველოზე
L'EQUIPE საქართველოზე
„ვალენსიას და საქართველოს გმირი“
„ვალენსიას და საქართველოს გმირი“
იტალიელი ჟურნალისტი კვარაზე
იტალიელი ჟურნალისტი კვარაზე
IJF-მა ქართველებზე დაწერა
IJF-მა ქართველებზე დაწერა
ხვიჩა ნიცაში?
ხვიჩა ნიცაში?
მამარდა ტურის სიმბოლურში
მამარდა ტურის სიმბოლურში
ტოჩინოშინმა გამარჯვებით დაასრულა
ტოჩინოშინმა გამარჯვებით დაასრულა
ტადიჩის უარი LGBT სამკლაურს
ტადიჩის უარი LGBT სამკლაურს
შედგება დიდი დაბრუნება?
შედგება დიდი დაბრუნება?
საქართველოსთვის სამყარო თავდაყირა დადგა
საქართველოსთვის სამყარო თავდაყირა დადგა
კვარას მხოლოდ ჰოლანდი უსწრებს
კვარას მხოლოდ ჰოლანდი უსწრებს
მონტენეგრო თბილისში ლიდერის გარეშე მოდის
Aa Aa
31 ივლისი 2022  |  19:39

მონტენეგრო თბილისში ლიდერის გარეშე მოდის

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ერთ-ერთმა მეტოქემ, მონტენეგრომ გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც არ გახლავთ ამ ქვეყნის ყველაზე ცნობილი და ძლიერი მოთამაშე, ნიკოლა ვუჩევიჩი, თუმცა მონტენეგროელებს ახალგაზრდა მოთამაშეც აკლიათ, რომელიც საკმაოდ პერსპექტიულ და იმედისმომცემ კალათბურთელად ითვლება.

მონტენეგროს თბილისში თამაში მთავარი ვარსკვლავის ნიკოლა ვუჩევიჩის გარეშე მოუწევს, რომელიც NBA-ში ჩიკაგო ბულსის ღირსებას იცავს. გასულ სეზონში მან 73-ვე მატჩი სასტარტო ხუთეულში ითამაშა და საშუალოდ 17.6 ქულა, 11.5 მოხსნა და 3.2 პასი ჰქონდა.

მეტოქისთვის დიდი დანაკლისია 18 წლის ტალანტის ფედორ ზუგიჩის არყოფნაც, რომელიც მცირე ხნის წინ დასრულებული 20-წლამდელთა ევროპირველობის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა. მას ტურნირზე საშუალოდ 18.0 ქულა, 3.1 მოხსნა და 3.0 პასი ჰქონდა და გუნდს ბრინჯაოს მედლების მოპოვებაში დაეხმარა.

მონტენეგროელთა მთავარმა მწვრთნელმა, ბოშკო რადოვიჩმა ზუგიჩი თავიდან 21-კაციან შემადგენლობაში შეიყვანა და მისი დიდი იმედიც ჰქონდა, თუმცა, როგორც გაირკვა, ახალგაზრდა მცველს რამდენიმე ტრავმა აწუხებს და სარეაბილიტაციო კურსს გერმანიის ქალაქ მიუნხენში გაივლის. რადოვიჩის თქმით, ის ერთი ტურნირის გამო, ახალგაზრდა ვარსკვლავის ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენებას არ აპირებს.

ასეთი დანაკლისის მიუხედავად, მონტენეგროს ეროვნული გუნდი თბილისში საკმაოდ ძლიერი შემადგენლობით ჩამოვა. მეტოქე კალათბურთელებიდან უნდა გამოვარჩიოთ დინო რადონჩიჩი (სარაგოსა, ესპანეთი), ნემანია რადოვიჩი (მურსია, ესპანეთი), ბოიან დუბლევიჩი (ვალენსია, ესპანეთი), მარკო სიმონოვიჩი (ჩიკაგო, NBA), მარკო ტოდოროვიჩი (ბეიჯინგი, ჩინეთი) და ნატურალიზებული ამერიკელი უკანახაზელი კენდრიკ პერი, რომელმაც ამ ზაფხულს კონტრაქტი მალაგის უნიხასთან გააფორმა.

მონტენეგროს საკალათბურთო ნაკრები მზადების ძირითად ეტაპს ქალაქ ბარში გაივლის და ცხადია, ამხანაგური მატჩებიც ექნება. 4-5 აგვისტოს რადოვიჩის გუნდი სლოვენიაში მასპინძლებსა და ნიდერლანდელებს ეთამაშება, 13-ში სტუმრად სერბეთთან მატჩია, 16-ში კი, ხსენებულ ბარს ჩრდილოეთ მაკედონია ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
YouTube პრომო
ასევე დაგაინტერესებთ
„ძალიან მინდოდა, ბიჭებთან ერთად ვყოფილიყავი
„ძალიან მინდოდა, ბიჭებთან ერთად ვყოფილიყავი" - მამუკელაშვილი ნაკრებს შეუერთდა