თბილისის დინამო, ბათუმის დინამო, თემურ ქეცბაია, იბერია 1999, რომან ფიფია
Aa
Aa

''ლიმიტი ამოწურა, ახალი ხალხია საჭირო'' - ქეცბაია რომან ფიფიაზე

კვიპროსის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ გადაცემაში ''ტაიმაუტი'' ქართული საფეხბურთო კლუბების წარუმატებელ ევროსეზონზე ისაუბრა.

''თბილისის ''დინამოდან'' და ბათუმის ''დინამოდან'' უფრო მეტს ველოდი. ბათუმის ''დინამოს'' თამაშები ''სლოვანთან ვნახე, ვფიქრობ ბათუმის ''დინამო'' უფრო მეტად იმსახურებდა შემდეგ ეტაპზე გასვლას, მაგრამ არ ველოდი, რომ პოზნანის ''ლეხთან'' ასე ცუდად ითამაშებდა, პირველი თამაშის შემდეგ ყველაფერი დამთავრებული იყო.

ჩემდა სასიხარულოდ ''საბურთალომ'' გამაკვირვა, პირველი ეტაპი გაიარა და შემდეგ ''სტიაუას'' შეხვდა, ამ გუნდის დამარცხება არც ისე ადვილია, მაგრამ ''საბურთალომ'' ყველას დაანახა, რომ უფრო მეტის ღირსი იყო.

ქართულ კლუბებს წარმატებისთვის საჭირო ფინანსური რესურსი არ აქვთ. კვიპროსის ჩემპიონატში განსხვავებული ვითარებაა. ტელევიზიების, კომპანიებისა და ხალხის მხრიდან დიდი დაინტერესებაა. დღეს, ფეხბურთში ფინანსების გარეშე არაფერი გამოგივა.

მემგონი, თბილისს მხოლოდ ფეხბურთი აკლია, სხვა ყველაფერია. ასეთ ლამაზ ქალაქში როგორ ვერ მოიძებნა ხალხი, ვინც თბილისის ''დინამოს'' მიხედავდა. იმ კაცმა (გულისხმობს რომან ფიფიას) ლიმიტი ამოწურა, ამის იქით ვეღარ მიდის. საჭიროა ისეთი ხალხი მოიძებნოს, ვინც კლუბს იყიდიან და წარმატებულ კლუბს შექმნიან''.

შეგახსენებთ, UEFA-ს კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის ''დინამომ'' ესტონური ''პაიდეს'' ბარიერი ვერ დაძლია, პენალტების სერიაში დამარცხდა და ევროტურნირს დაემშვიდობა, რის შემდეგაც რომან ფიფიამ კლუბის გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო. ამ ეტაპზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიღებულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვიპროსული მედია:
კვიპროსული მედია: "ქვილითაიას გამოჯანმრთელება პრიორიტეტია"