საბა საზონოვი
Aa
Aa

1+1 კონტრაქტი | საბა საზონოვი ხეტაფეში ითამაშებს

2025 წლის ზაფხულში საბა საზონოვი „ხეტაფეში“ გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო. ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერი ლა ლიგის ფინანსური წესების გამო არ გამოვიდა და საბას „ტორინოში“ დარჩენა მოუწია.

ერთი წლის შემდეგ, საზონოვი „ხეტაფეში“ მაინც გადავიდა. Geo Team-ის ინფორმაციით, 24 წლის ფეხბურთელი ესპანურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. საბამ სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და ძალიან მალე ხელშეკრულებას გააფორმებს.

საზონოვის კონტრაქტი 1+1 სისტემით იქნება და „ხეტაფე“ მის ტრანსფერს ძალიან მალე გამოაცხადებს. 24 წლის მცველი თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს. ბოლოს ის „ლე ავრს“ დაუკავშირეს, მაგრამ, როგორც ჩანს, „ხეტაფემ“ ფრანგულ კლუბს აჯობა.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში საზონოვს „ტორინოს“ შემადგენლობაში არც ერთი მატჩი არ ჩაუტარებია. საერთო ჯამში, საზონოვმა იტალიური გუნდის მაისურით 13 შეხვედრა ჩაატარა. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 800 000 ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფრანკო ბარეზი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა
ფრანკო ბარეზი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა