ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„კვარაცხელია შესანიშნავი ფეხბურთელია" - ნაპოლის ახალწვეული

„ნაპოლის“ ურუგვაელმა ახალწვეულმა მატიას ოლივეირამ თავისი პირველი პრესკონფერენცია გამართა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა და მის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

„კვარაცხელია შესანიშნავი ფეხბურთელია. მის გევრდით თავს დიდებულად ვგრძნობ. ის ძალიან ნიჭიერია და მიხარია, რომ ერთ ფლანგზე ვითამაშებთ. ამჟამად ჩემი მიზანია გუნდელები კარგად გავიცნო და მათ მოედანზე მარტივად გავუგო.

ჩემი გადაწყვეტილებით კმაყოფილი ვარ. ახლა მოედანზე უნდა ვაჩვენო რა შემიძლია“.

- აღნიშნა ოლივეირამ.

24 წლის მარცხენა მცველი „ხეტაფეს“ ღირსებას იცავდა, სადაც მან 110 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ოლივეირა მარცხენა მცველის პოზიციაზე მარიო რუის კონკურენტი იქნება.

შეგახსენებთ, რომ კასტელ დი სანგროში „ნაპოლი“ კიდევ რამდენიმე დღეს გაატარებს. 31 ივლისს, „პარტენოპეი“ ამხანაგურ შეხვედრას „მალიორკას“ წინააღმდეგ გამართავს. 3 აგვისტოს, „ხირონას“ დაუპირისპირდება, ხოლო 6 აგვისტოს „ესპანიოლს“ გაეჯიბრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იტალიური პრესა: კვარა ყოველთვის გადამწყვეტი და სანახაობრივია
იტალიური პრესა: კვარა ყოველთვის გადამწყვეტი და სანახაობრივია