პოლ პოგბა
Aa
Aa

3-5 თვით უქმობა ოპოერაციის შემთხვევაში - პოგბას მუნდიალის გამოტოვება არ უნდა

პოლ პოგბას ჯერ არ გადაუწყვეტია, როგორ იმოქმედებს დაზიანებულ მუხლთან დაკავშირებით.

„იუვენტუსის“ ნახევარმცველს შეუძლია გაემგზავროს საფრანგეთში, რათა შეხვდეს ბერტრან სონერი-კოტეს, მსოფლიოში ცნობილ ექიმს, რომელმაც, სხვა საკითხებთან ერთად, ოპერაცია გაუკეთა ზლატან იბრაჰიმოვიჩს აქილევსის კუნთის გაწყვეტის შემდეგ.

La Gazzetta dello Sport-ის ჟურნალისტის, ფაბიანა დელა ვალეს თქმით, პოგბას მენისკის ტრავმა ადვილად სარეაბილიტაციო არ არის, ასე რომ, თუ ოპერაციას გაიკეთებს, ის სამიდან ხუთ თვეს გამოტოვებს. ამ შემთხვევაში პოლი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრებს ვერ დაეხმარება.

პოგბას ძალიან სურს ტურნირზე მოხვედრა, ამიტომ ის ეძებს მკურნალობის გზებს, რომელიც საშუალებას მისცემს მას უფრო სწრაფად გამოჯანმრთელდეს.

აშშ-ში მას ოპერაციის გაკეთება ურჩიეს. ამიტომ პოგბა იტალიაში ადგილობრივ ექიმებთან კონსულტაციისთვის გაემგზავრა. ფრანგი ცდილობს, რომ „იუვენტუსისა“ და საფრანგეთის ნაკრების ექიმებთან ერთად გამოსავალს მიაგნოს, რომელიც მას მსოფლიო ჩემპიონატზე წასვლის საშუალებას მისცემს.

მკურნალობის მეთოდის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება მიღებულ იქნას მომდევნო კვირის დასაწყისში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რონალდუ მოსალოდნელზე ცუდ ფორმაშია - ტენ ჰაგი მას ატლეტიკოსთან არ ათამაშებს
რონალდუ მოსალოდნელზე ცუდ ფორმაშია - ტენ ჰაგი მას ატლეტიკოსთან არ ათამაშებს