ნიკოლოზ ქუთათელაძე
Aa
Aa

ქუთათელაძემ რუსეთი დატოვა - კარიერას საფრანგეთის ლიგა 2-ში გააგრძელებს

21 წლის ქართველმა თავდამსხმელმა ნიკოლოზ ქუთათელაძემ რუსეთი დატოვა. მოსკოვის „სპარტაკის“ მეორე გუნდის წევრმა რუსული კლუბი დატოვა და კარიერას საფრანგეთის ლიგა 2-ში გააგრძელებს.

ფრანგულ „როდეზთან“ ქუთათელაძემ 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა და საფრანგეთში 2024 წლამდე გააგრძელებს. ამავე გუდის ღირსებას კიდევ ერთი ქართველი ამირან სანაია იცავს.

21 წლის თავდამსხმელმა თავის კარიერაში პირველი ნაბიჯები პრაღის „სპარტის“ საფეხბურთო სკოლაში გადადგა. შემდეგ რამდენიმე სეზონი „ლილის“ აკადემიაში გაატარა, 2016 წლიდან კი „პარი სენ-ჟერმენის“ ასაკობრივ გუნდებში ვარჯიშობდა. 2018 წლიდან კი რუსეთში გადაბარგდა.

საინტერესო ფაქტია, რომ „როდეზის“ ერთ-ერთი მფლობელი ზინედინ ზიდანია, რომელიც ფრანგული კლუბის აქციათა ერთ-ერთი მფლობელი გახლავთ.

„როდეზმა“ გასული სეზონი ლიგა 2-ში მე-17 ადგილზე დაასრულა და დაქვეითებას გადაურჩა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ლა ლა ლა ვლადიმერ პუტინ“ - ფენერბახჩეს ქომაგები კიევის დინამოსთან მატჩისას
„ლა ლა ლა ვლადიმერ პუტინ“ - ფენერბახჩეს ქომაგები კიევის დინამოსთან მატჩისას