სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

„კარგი სროლა აქვს და შეუძლია, ფლეიმეიქერი იყოს" - Forbes-ი მამუზე წერს

Forbes-მა „მილუოკი ბაქსს“ სტატია მიუძღვნა და ვისკონსინელთა რიგებში მოთამაშე კალათბურთელების რეიტინგი შემოგვთავაზა. სანდრო მამუკელაშვილი მე-15 ადგილს იკავებს და Forbes-ის აზრით, „მამუს“ როტაციაში მოხვედრა ძალიან გაუჭირდება.

„სანდრო მამუკელაშვილი, რომელსაც მილუოკისთან ორმხრივი კონტრაქტი აქვს და საზაფხულო ლიგის პირველ სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, თავისი მეორე სეზონის დასაწყებად ემზადება. მამუკელაშვილმა საზაფხულო ლიგის მატჩებში შეტევითი შესაძლებლობების საინტერესო მიქსი წარმოაჩინა, რომელიც ფლეიმეიქერის ფუნქციების შეთავსების სოლიდური უნარისგან და პერიმეტრიდან კარგი სროლისგან შედგება. ამ კომბინაციამ მას საშუალება მისცა, საშუალოდ მატჩში ჩაგდებული ქულების მხრივ, გუნდში მეორე ყოფილიყო - 17 ქულა, მოხსნებში - პირველი (8.8 მოხსნა), ხოლო ასისტებში - მეოთხე (2.4 ასისტი).

წინასასეზონო პერიოდში, მამუს მიერ გაჩენილი ნაპერწკლის მიუხედავად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ როტაციაში მოხვდეს. ბაქსის თავკაცს, მაიკ ბუდენჰოლცერს პრობლემა არ აქვს, რომ როტაციაში მხოლოდ სამი მაღალი ჰყავდეს: იანის ანტეტოკოუნმპო, ბრუკ ლოპესი და ბობი პორტისი. თუ რომელიმე მათგანს ტრავმა ექნება, ნომერ პირველი ალტერნატივა სერჟ იბაკა იქნება. ეს არ ნიშნავს, რომ 2022-23 წლების სეზონი მამუკელაშვილისთვის დაკარგული იქნება. მას ორმხრივი კონტრაქტი აქვს და განვითარების ლიგაში ბევრ შანსს მიიღებს“, - წერს Forbes.

შეგახსენებთ, რომ სანდროს ბრწყინვალე საზაფხულო ლიგა ჰქონდა. „ბრუკლინის“ წინააღმდეგ მან 17 ქულა და 5 მოხსნა დააგროვა. „ბოსტონთან“ აქტივში 28 ქულა და 9 მოხსნა ჩაიწერა. „მინესოტასთან“ – 18 ქულა და 15 მოხსნა, ხოლო „დალასთან“ – 19 ქულა და 6 მოხსნა, ბოლო დაპირისპირებაში კი 3 ქულა და 9 მოხსნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
27 ივლისის სატრანსფერო ზონა
27 ივლისის სატრანსფერო ზონა