პრობლემა ბარსელონაში - ლევანდოვსკი და რაფინია შესაძლოა ვერ დაარეგისტრირონ
Aa
Aa

პრობლემა ბარსელონაში - ლევანდოვსკი და რაფინია შესაძლოა ვერ დაარეგისტრირონ

ესპანურ პრესაში „ბარსელონას“ ახალწვეულებთან, რობერტ ლევანდოვსკისთან და რაფინიასთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. Onda Cero-ს მიხედვით, არის შანსი, რომ „ბლაუგრანამ“ პოლონელი და ბრაზილიელი ფეხბურთელების დარეგისტრირება ვერ მოახერხოს.

როგორც ირკვევა, ბევრი რამ ფრენკი დე იონგზე იქნება დამოკიდებული. თუ ნიდერლანდერმა ნახევარმცველმა ხელფასის შემცირებაზე უარი თქვა, „ბარსელონას“ ლა ლიგასთან სერიოზული პრობლემები ექნება და ლევანდოვსკისა და რაფინიას დარეგისტრირება ძალიან გაუჭირდება.

არსებობს მეორე ვარიანტი, რომლის მიხედვითაც დიდი შანსია, კატალონიელები დე იონგს დაემშვიდობონ. ფრენკის გადაბირებით „ჩელსი“ და „მანჩესტერი“ ინტერესდებიან და „ბარსელონას“ ბრიტანელებთან მოლაპარაკებები ჯერ არ დაუხურავს.

„ბარსას“ ქომაგთათვის სასიამოვნო ისაა, რომ ფრენკის „ბარსადან“ წასვლის პერსპექტივა არ ხიბლავს. იგი კლუბში თავს შესანიშნავად გრძნობს და მზადაა, ხელფასის შემცირებას დათანხმდეს. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ იგი „ბლაუგრანას“ მესვეურებს მალე შეატყობინებს და წესითა და რიგით, ეს მის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს დაასრულებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მისმა აგენტმა იჯარით გაშვება მოითხოვა - რონალდუს მანჩესტერში დარჩენა არ სურს
მისმა აგენტმა იჯარით გაშვება მოითხოვა - რონალდუს მანჩესტერში დარჩენა არ სურს