მორაგბეების უარი ცისარტყელის ფერებიან მაისურს - პროტესტი ავსტრალიურ კლუბში
Aa
Aa

მორაგბეების უარი ცისარტყელის ფერებიან მაისურს - პროტესტი ავსტრალიურ კლუბში

ავსტრალიური სარაგბო კლუბის, „მენლი სი იგლზის“ 7 მოთამაშე 28 ივლისს ჩანიშნულ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებაზე უარის თქმას აპირებს. Telegraph-ის ინფორმაციით, ამის მიზეზი კლუბის მაისურზე გამოსახული ცისარტყელა დროშაა.

„მენლიმ“ სპეციალურად დამზადებული მაისური ახლახან წარადგინა და ის რაგბის ნაციონალურ ლიგაში, NRL-ში არსებულ მრავალფეროვნებასა და ინკლუზიურობას ეძღვნება. მაისურზე „მენლის“ თეთრი ხაზების ნაცვლად, ცისარტყელა დროშის ფერებია დატანილი და „სი იგლზი“ NRL-ის პირველი კლუბია, რომელიც პრაიდ მაისურით იასპარეზებს.

Telegraph-ის ინფორმაციით, ჯეისონ სააბი, კრისტიან ტუიპულოტუ და ჯოშ ალოიაი აღნიშნული მაისურით თამაშზე უარს რელიგიური მიზეზების გამო ამბობენ. საინტერესოა, რომ ამ მაისურით გამოსვლის გადაწყვეტილების მიღებისას, კლუბს მათთან კონსულტაცია არ გაუვლია და ჯერჯერობით უცნობია მოვლენები როგორ განვითარდება.

ადგილობრივი პრესის ცნობით, NRL მორაგბეებს, რომლებიც პრაიდ მაისურით თამაშზე უარს განაცხადებენ, უფლებას არ მისცემს, მოედანზე ალტერნატიული ფორმებით გავიდნენ. ამრიგად, უარის შემთხვევაში, მათ მატჩის გამოტოვება მოუწევთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სპალეტი, ნაპოლი, კაპელოს სიტყვები და რონალდუ - ხვიჩას ვრცელი ინტერვიუ
სპალეტი, ნაპოლი, კაპელოს სიტყვები და რონალდუ - ხვიჩას ვრცელი ინტერვიუ