ლაზარე კუპატაძე
Aa
Aa

თანამშრომლობა შეწყდა: ლაზარე კუპატაძე ბათუმის დინამოში აღარ ითამაშებს

CrystalSport-ის ცნობით, ბათუმის ''დინამოსა'' და ლაზარე კუპატაძეს შორის თანამშრომლობა შეწყდა, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ქვეყნის მოქმედ ჩემპიონში აღარ ითამაშებს.

26 წლის ფეხბურთელი ბათუმის ''დინამოში'' 2021 წლიდან თამაშობდა, აჭარული გუნდის რიგებში კრისტალბეთ ეროვნული ლიგაში 51 მატჩი ჩაატარა. გასულ სეზონში ბათუმის ''დინამოსთან'' ერთად საქართველოს ჩემპიონი გახდა.

ლაზარეს ასევე უთამაშია ''საბურთალოში'' (2013-15, 2017-18, 2019-20), თბილისის ''ლოკომოტივსა'' (2015-16) და ლუქსემბურგულ ''ჟენესში'' (2019). 2018 წელს ''საბურთალოსთან'' ერთად საქართველოს ჩემპიონობა იზეიმა.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის 2022-23 წლების სეზონის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის ''დინამო'' ბრატისლავას ''სლოვანთან'' 1:2 დამარცხდა, შემდეგ კონფერენს ლიგაზე გადაერთო, სადაც პოზნანის ''ლეხმა'' პირველ მატჩში აჭარული გუნდი 5:0 გაანადგურა. საპასუხო შეხვედრა ბათუმში 28 ივლისს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
''კიტეიშვილი ძალიან გვაკლია'' - შტურმის მწვრთნელმა ქართველზე ისაუბრა
''კიტეიშვილი ძალიან გვაკლია'' - შტურმის მწვრთნელმა ქართველზე ისაუბრა